Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

28 ოქტომბერს თერჯოლის სოფელ ძევრსა და სამტრედიაში შუალედური არჩევნები გაიმართება

თარიღი : 29-08-2018, 15:22 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
თერჯოლის საარჩევნო ოლქის ძევრის თემსა და სამტრედიის საარჩევნო ოლქის ქალაქ სამტრედიის მაჟორიტარულ ოლქში ცესკომ მაჟორიტარული სისტემით შუალედური არჩევნები დანიშნა. აღნიშნული საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე განიხილა.

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

“ცესკომ შუალედური არჩევნები დანიშნა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება თერჯოლის საარჩევნო ოლქის ძევრის თემსა და სამტრედიის საარჩევნო ოლქის ქალაქ სამტრედიის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში. არჩევნები გაიმართება 28 ოქტომბერს. საერთო ჯამში სულ არის 6 საარჩევნო უბანი, ამ 6 საარჩევნო უბნიდან ერთ-ერთი საარჩევნო უბანი არის თერჯოლაში, ხოლო 5 საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი სამტრედიაში. დღეს ამ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკომ ასევე განსაზღვრა და დაამტკიცა ღონისძიებათა გრაფიკი, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომი იქნება",- აღნიშნა ანა მიქელაძემ.


ნანახია: 557-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისა და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 8 ოქტომბრის პროპორციული არჩევნების და მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის,
2016 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისი 3 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.