Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'რატომ აგირჩიოთ საერთოდ,'- ზესტაფონში, სალომე ზურაბიშვილს შეხვედრაზე მოქალაქეები დაუპირისპირდნენ

თარიღი : 27-08-2018, 18:32 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში აგრძელებს მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი. პროცესი ინციდენტის ფონზე წარიმართა.

ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ზურაბიშვილს რუსეთთან დაკავშირებით, მისი საჯარო განცხადებების განმარტება მოსთხოვა.

„იგივე მდგომარეობა რომ განმეორდეს, თქვენ ფიანდაზებით შეხვდებით რუსის ჯარს,“ - მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ სალომე ზურაბიშვილს, რაზეც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა უპასუხა, რომ რუსის ჯარები საქართველოდან მან გაიყვანა.

მოსახლეობას შეკითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ ესახება კანდიდატს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება.

"ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რატომ აგირჩიოთ საერთოდ... ახლა გამაგებინეთ, რატომ აგირჩიოთ" - აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.


ნანახია: 1381-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
საჩხერე ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების რეკორდული რაოდენობა მიიღო.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, არჩევნებში მონაწილეობისათვის ხელმოწერების
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, საარჩევნო კამპანია, სამტრედიის რაიონიდან, სოფელ დიდი ჯიხაიშიდან,