Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფქვილის გაძვირების შემდეგ პურის ფასიც მოიმატებს - პარალელურად ფინანსთა მინისტრი იმპორტიორებს შეზღუდვებს უწესებს

თარიღი : 26-08-2018, 16:30 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ადგილობრივ ბაზარზე პურპროდუქტებზე ფასის ზრდის მოლოდინი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 1 ტომარა ფქვილი 37 ლარიდან 44 ლარამდე გაძვირდა. ფქვილზე ფასის ზრდას ექსპერტები შიდა და გარე ფაქტორებით ხსნიან, რომელიც დროში ერთმანეთს დაემთხვა. კერძოდ, გასულ კვირას „ყაზტრანსგაზ თბილისმა“ კომერციული მომხმარებლისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფი 77 თეთრიდან 85-მდე გაზარდა. ამას დაემატა ისიც, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მოსავალი შემცირდა. ასევე „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.

ყოველივე ამის ფონზე კი პურპროდუქტების ბიზნესოპერატორები ვარაუდობს, რომ პურის ფასი შეიძლება 30%-ით გაიზარდოს.

ამ ფაქტებს დაემატა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებისთვის ახალი ბრძანება გამოსცა. კერძოდ, ხორბლისა და ხორბალ ჭვავის ფქვილის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და გატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იკრძალება.

რატომ აკრძალა ფინანსთა მინისტრმა ავტოტრანსპორტით ხორბლის და ფქვილის იმპორტი

ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით, რომელსაც ხელს ივანე მაჭავარიანი აწერს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლის შემოტანა და გატანა ნებადართული ხდება მხოლოდ სარკინიგზო გზითა და პორტების მეშვეობით. ცალკეულ შემთხვევებში კი შემოსავლების სამსახურის ნებართვით ხორბლის შემოტანა და გატანა შესაძლოა, სხვა ტიპის ტრანსპორტითაც განხორციელდეს. ბრძანება ძალაში 15 სექტემბრიდან შედის.

კომპანია „ჯეოკინგის“ დამფუძნებელს გიორგი ადამიას უკვე ორი წელია ჭვავის ფქვილი ბელორუსიდან ლარსის საბაჟოს გავლით, ავტოტრანსპორტით (ტრაილერით) შემოაქვს, ფინანსთა მინისტრის ახალი ინიციატივის შესახებ, ბიზნესოპერატორმა „კომერსანტისგან“ შეიტყო.

„ერთი ტონა ფქვილის შემოტანა 130 აშშ დოლარი მიჯდება. იგივე ტარიფი აქვს „საქართველოს რკინიგზასაც“. თუმცა სატრანსპორტო გადაზიდვა ავირჩიე, რადგან მანძილი მცირეა და უფრო სწრაფად ჩამოდის ტვირთი, ხდება განბაჟება და ასევე ავტოტრანსპორტით პირდაპირ ხდება პროდუქციის შემკვეთთან მიტანა.“

„კომერსანტმა“ ბიზნესოპერატორს ასევე დაუსვა კითხვა, თუ რა შეიძლება იყოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებულების მოტივი ? არის თუ არა ეს სამართლიანი იმ კომპანიების მიმართ, ვინც ფქვილის და ხორბლის იმპორტს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებს?

კომპანია „ჯეო კინგის“ დამფუძნებლის გიორგი ადამიას შეფასებით, შესაძლოა მინისტრის ბრძანებულება, „ლარსის“ საბაჟოზე არსებულ რიგებს უკავშირდებოდეს:

„ლარსის საბაჟოზე რიგებია. განსაკუთრებით ზამთარში, თან ზვავსაშიში ზონაა. დიდთოვლობის დროს იმპორტიორებს გადაადგილება უჭირთ. ალბათ ერთ-ერთი მოტივი ეგაა. სიტუაცია კიდევ უფრო გაირკვევა მას შემდეგ, თუ „საქართველოს რკინიგზამ“ და პორტებმა ხორბლის გადაზიდვაზე ტარიფები არ გაზარდეს. თუ ტარიფები შენარჩუნდა, მაშინ პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება სამართლიანია თუ არა გადაწყვეტილება ამ ბიზნესების მიმართ? ვფიქრობ, ის კომპანიები, ვისაც ხორბალი და ფქვილი ავტოტრანსპორტით შემოაქვთ, ტვირთების დივერსიფიცირებას მოახდენენ და სხვა პროდუქტებზე გადაერთვებიან“ - ამბობს გიორგი ადამია.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების მოტივის შესახებ იგივე ვერსია აქვს მეწისქვილეთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას:

„ლარსიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი საერთო მოხმარების 15-20%-ია. რა ინფორმაციაც მსმენია ავტოტრანსპორტით ამ პროდუქტის იმპორტიორებისგან, ბოლო დროს ლარსის საბაჟოზე არსებული რიგებია. შესაძლოა ეს იყოს ერთ ერთი მოტივი“.

„კომერსანტმა“ შესაბამისი კითხვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართა, პასუხის დაბრუნებისთანავე ინფორმაციას მკითხველს მივაწვდით.

ვითარება ხორბლის მსოფლიო ბაზარზე და საქართველო

2018 წელს მსოფლიო მასშტაბით ხორბლის ცუდი მოსავალია. მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასს და მოწოდებას რამდენიმე ქვეყანა განსაზღვრავს. ძირითადი მოთამაშეა ავსტრალია, აშშ, რუსეთი, უკრაინა და გერმანია. 2018 წელს რუსეთში ხორბლის მოსავალი 30%-ით ნაკლებია. ასევე ევროკავშირის ბაზარზეც, ძირითადმა მიმწოდებელმა გერმანიამ რუმინეთიდან განახორციელა ხორბლის იმპორტი. რაც შეეხება უკრაინას ამ ქვეყანამ პირველმა გადაწყვიტა, რომ მემორანდუმი გაეფორმებინა ექსპორტიორებთან, რომ 30 მლნ მარცვლეულზე და 17 მლნ ტონა ხორბალზე მეტი ქვეყნიდან არ გავიდეს.

„გასულ კვირას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყო შეხვედრა ხორბლის ექსპორტიორებთან და განიხილებოდა ორი საკითხი: ეს იყო კვოტების შემოღება ხორბლის ექსპორტზე და მეორე - საბაჟო - საექსპორტო გადასახადის შემოღება“ - ამბობს მეწისქვილეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

მისი თქმით, ამ ინფორმაციას ხორბლის მსოფლიო ბაზარზე დიდი რყევები მოჰყვა, რაც საქართველოში ხორბლის იმპორტის ფასზეც აისახა:

„თუ ჩვენ 3 კვირის წინ 1 ტონა ხორბალი 300 აშშ დოლარად შემოგვქონდა, დღესდღეობით ხორბლის ფასი არის 232 აშშ დოლარი. ჩიკაგოს ბირჟაზე ორი ტალღა იყო გაძვირების. 11 აგვისტოს აშშ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა ანალიტიკა, სადაც იყო ინფორმაცია, რომ ხორბლის მოსავალი შეუმცირდა რუსეთს, უკრაინას, ევროკავშირს. ფასების ზრდის მეორე ტალღა კი გასულ კვირას დაფიქსირდა, როცა გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმპორტიორებთან შეხვედრის შესახებ. რის შემდეგაც სექტემბრის თვის ფიუჩერსებზე ფასი კიდევ 20 აშშ დოლარით გაიზარდა - ჩიკაგოს და ევროპის ხორბლის ბირჟაზე. შესაბამისად ეს აისახა საქართველოში ხორბლის და ფქვილის ფასზე “ - ამბობს სილაგავა.

ხორბლის და ფქვილის გაძვირების მეორე ფაქტორი - ლარის კურსი


ლარის კურსი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხორბლის ფასზე. ფქვილის ძირითადი იმპორტიორი საქართველოში რუსეთია: „ხორბლის ფასი მიბმულია აშშ დოლარზე. როცა ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2,44-დან 2,60 ზე ნიშნულზე დაფიქსირდა, ამ ფაქტორმა ხორბლის იმპორტი საქართველოში კიდევ 10 აშშ დოლარით გააძვირა. ეს არის ობიექტური ფაქტორები. რის გამოც ფასები იზრდება“ -ამბობს ლევან სილაგავა.

მისი თქმით, ამ ფაქტორების გათვალისწინებით პურზე ფასის ზრდა რეალურია თუმცა ბაზარი ჯერ შიდა რეზერვების ხარჯზე მუშაობს.


ნანახია: 932-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხორბლის ჭარბი მოსავლის ფონზე, ექსპერტები მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების კიდევ უფრო დაცემას პროგნოზირებენ.
სხვათა შორის, კვერცხი უკვე გაძვირდა. ქარხნებში თითო ცალი კვერცხის ფასი 1 თეთრით არის მომატებული, რასაც სარეალიზაციო ფასთა სხვაობა
საქართველოში ხორბლისა და ფქვილის­ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტრანსპორტირება აიკრძალება
ამასთან, მოსალოდნელია, რომ წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას ფქვილის გაძვირებაც მოჰყვება.
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წელს შარშანდელთან შედარებით უკეთესი
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თხილზე ფასის ვარდნის შემდეგ, კვლავ გაჩნდა იმედი, რომ ქართული თხილი გაძვირდება.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი