Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გაპარტახებული' წყალტუბოს სანატორიუმები და მისი უიმედო მომავალი

თარიღი : 23-08-2018, 17:07 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქალაქი წყალტუბო. ადგილი, რომელიც სანატორიუმებითაა ცნობილი და თავის დროზე უამრავ ტურისტსაც იზიდავდა, დღეს დამთვალიერებელს მხოლოდ მიტოვებული შენობებითა და ნანგრვებად ქცეული არქიტექტურული ძეგლებით ამახსოვრებს თავს.

ოდესღაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკურორტო ზონა დღესაც 22 სანატორიუმს ითვლის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ თითქმის ყველა მათგანი გაპარტახებულია. სწორედ ასე უწოდებს წყალტუბოელი დავით გედენიძე თავის ქალაქს.

დავით გედენიძე: „წყალტუბოში დავიბადე და მთელი ბავშობა ამ გაპარტახებულ შენობებში მაქვს გატარებული. სხვანაირი წყალტუბო მე არ მახსოვს. გული იმაზე მწყდება, რომ ბევრ ადგილს ექცევა ყურადღება და ტურისტულად მიმზიდველი ხდება, ჩემი ქალაქი კი კვლავ გაყინულია. თითქოს ერთი-ორი სასტუმრო გააკეთეს, მაგრამ მთლიან სურათს ეს არ ცვლის. არადა იმდენი სანატორიუმი გვაქვს, თანაც ისეთი ლამაზი, რომ გაუგებარია აქამდე რატომ არ კეთდება. იმედი აღარ მაქვს, რომ ჩემს ქალაქს რაიმე მომავალი ექნება და ასე ფიქრობს ყველა წყალტუბოელი. თავიდან ვბრაზდებოდით, მაგრამ ახლა უკვე იმდენად მივეჩვიეთ ასეთ გარემოს, აღარც ვბრაზდებით. უიმედო მომავალი გვაქვს“.

დავითის მსგავსად წყალტუბოს სანატორიუმების არქიტექტურით უცხოელი ფოტოგრაფიც მოიხიბლა და დანგრევის წინაშე მყოფი შენობები თავის ფირზე ასახა. რაიან კოოპმანსმა მსოფლიოში ცნობილი ვებ-გვედისთვის „Siren“ ფოტორეპორტაჟი გადაიღო და ამ სახით წყალტუბო ყველას გააცნო.

დაძველებული შენობები, დანგრეული ძეგლები, მიტოვებული სივრცეები, ხავსმოკიდებული ოთახები და ამ ოთახებში მცხოვრები დევნილები - ეს მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოქცეული წყალტუბოს სანატორიუმებია.

რა ბედი ეწევათ თითქმის დანგრეულ შენობებს? - ამ კითხვით „კომერსანტი“ შესაბამის უწყებებს დაუკავშირდა.

როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში განგვიცხადეს, შენობები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მფლობელობაშია, თავად კი არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ მათ ბედზე და მომავალზე. არც ის იციან, გამოასახლებენ თუ არა სანატორიუმებიდან დევნილებს ან ხომ არ დაინტერესებულა კერძო ინვესტორი რომელიმე მათგანით.

რაც შეეხება თავად ეკონომიკის სამინისტორს პასუხს, როგორც საქართველოს ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე 22-დან მხოლოდ სამი სანატორიუმის ბედია გადაწყვეტილი. თუმცა როგორც ირკვევა, უცნობია როდის დასრულდება მათი რესტავრაცია და ასევე უცნობია, რა ბედი ეწევა დანარჩენ 19 სანატორიუმს.

„საქართველოში ბოლო წლებში დაფიქსირებული მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. პროექტის ფარგლებში იგულისხმება წყალტუბოც, სადაც დღეის მდგომარეობით გაყიდულია 3 ყოფილი სანატორიუმი - „მეშახტე“, „ივერია“ და „ცისკარი“. ყოფილი ამორტიზირებული სანატორიუმების ადგილას მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რისთვისაც 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

რაც შეეხება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სხვა ყოფილ სანატორიუმებს, რომელთა პრივატიზებაც ამ ეტაპზე იგეგმება („სავანე“,“უშიშროება“, „ფილიალი“, „იმერეთი“, „მეგობრობა“), მოგახსენებთ, რომ სააგენტო მუდმივად მუშაობს ინვესტორებთან აღნიშულ საკითხზე და მზად არის ბიზნესის მხრიდან განიხილოს ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის ზრდას და განავითარებას“,— აცხადებენ ქოენების მართვის სამინისტროში.

წყალტუბოს 22 სანატორიუმიდან, ამ ეტაპზე ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი „წყალტუბო სპა რესორტი“. რამდენიმე მათგანი ელექტრონულ აუქციონზეა გატანილი და ორიც გაყიდულია („ივერია“ და „მეშახტე“). ხუთ შენობაში დღემდე ცხოვრობენ დევნილები.

ვიდრე მომავალში დაგეგმილი რესტავრაცია, განახლება, დევილების დაკმაყოფილება და სანატორიუმებისთვის სიცოცხლის დაბრუნება მოხდება, ამ უნიკალური შენობების ისტორია უცხოელი ფოტოგრაფის ფირზე აღბეჭდილი ფოტორეპორტაჟი შემოგვინახავს.


ნანახია: 1095-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინვესტიციო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია უზრუნველყოფს სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციის
გუბერნატორის თქმით, წყალტუბო ძველ დიდებას იბრუნებს.
სანატორიუმი ცისკარის საწყისი ღირებულება 150 ათასი ლარია, აუქციონი 11 მარტს დასრულდება.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორი წყალტუბოში 160 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება.
კურორტ წყალტუბოს შენება 1926 წელს დაიწყო.
ფაქტ-მეტრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი