Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ახალ გუბერნატორს არ შეხვდა

თარიღი : 21-08-2018, 12:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს წარუდგინა. შეხვედრაზე იმერეთის რწმუნებულმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის რეგიონის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

"ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა საქართველოში ყველაზე დიდი რეგიონის ხელმძღვანელობა. ვიცი, რომ იმერეთში ამ ეტაპზე ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რეგიონის განვითარებისთვის. მზად ვარ მაქსიმალური გავაკეთო და ხელი შევუწყო ახალი პროექტების დაწყებასა და სახელმწიფო პროგრამების სწორად ათვისებას ამ რეგიონში. ვაპირებ მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და დეპუტატებთან ერთად ეტაპობრივად გადავჭრა ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს იმერეთის მოსახლეობისთვის აქტუალურია. მჯერა ცნტრალური ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეგიონებში ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის," - განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

ახალ გუბერნატორთან შეხვედრაზე არ იმყოფებოდა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი. დალაქიშვილს მხარის პირველი პირის პოსტი დაახლოებით 5 თვის განმავლობაში ეკავა.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გრიგოლ დალაქიშვილი ქვეყანაში არ იმყოფებოდა.


ნანახია: 916-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გუბერნატორი აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდება. ასევე, გაეცნობა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და
24 აგვისტოს იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე შეხვედრებს ხარაგაულსა და ზესტაფონში გეგმავს.
გენერალი შავლეგო ტაბატაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ცოტა ხნის წინ მივიდა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ გასვლითი შეხვედრები ხონსა და წყალტუბოში გამართა
ამ დროისათვის უცნობია ახალი რწმუნებულის ზუსტი გეგმების შესახებ.
შემთხვევა სოფელ გეგუთში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მოხდა.
საერთო ჯამში, მოწამვლის დიაგნოზით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს.

ამინდი