Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'შევეცდები ახალი სისხლი შევძინო რეგიონს,'- წარდგენამდე ერთი დღით ადრე იმერეთის გუბერნატორი Topnews.com.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა

თარიღი : 19-08-2018, 14:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
გენერალ შავლეგ ტაბატაძეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20 აგვისტოს იმერეთის გუბერნატორად დაასახელებს.

თანამდეობაბზე წარდგენამდე ერთი დღით ადრე, ის იმერეთის მთავარ საინფორმციო სააგენტო topnews.com.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრება.

ბატონო შავლეგ, რამდენად იცნობთ იმერეთის რეგიონს?


ზოგადად იმერეთის რეგიონს უკვე განობილი ვარ. ვიცი მისი პრობლემები და ასევე გადაჭრის გზებიც. როგორც კი წარმადგენენ ამ თანამდებობაზე სიღრმისეულად უფრო დავინტერესდები.

იმერეთი ყველაზე დიდი რეგიონია. მასში 12 მუნიციპალიტეტი შედის, ცალკეული მუნიციპალიტეტის პრობლემები თუ იცით?

მეტ-ნაკლებად ვიცი, მაგრამ ახლა კონკრეტულ პრობლემებზე ვერ გესაუბრებით.

რაც შეეხება გუნდს, დატოვებთ თუ არა თანამდებობაზე ვიცე-გუბერნატორებს?

ჯერ წარმადგინონ. შემდეგ ჩამოვიდე რეგიონში და ამის შემდეგ ყველა კითხვაზე გიპასუხებთ.

იმერეთს გენერალი გუბერნატორი არასოდეს ყოფილია. გექნებათ თუ არა განსხვავებული სტილი?

დიახ, ასეა. შევეცდები ახალი სისხლი შევძინო ამ რეგიონს.

გენერალი შავლეგ ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 წელია მსახურობს; სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ შორის, გენერალური შტაბის კურსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

გენერალ ტაბატაძეს მიღებული აქვს მედლები – "გენერალი მაზნიაშვილი" და "სამშობლოსათვის თავდადებული", ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი გენერალურ შტაბში J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.

იმერეთის გუბერნატორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გივი ჭიჭინაძე ვანის-ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.


ნანახია: 5339-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ორშაბათს, იმერეთის რეგიონის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძეს დაასახელებს.
იმერეთს ახალი რწმუნებული ჰყავს. აღნიშნულ პიზიციაზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ შავლეგო ტაბატაძე წარადგინა.
ამ დროისათვის უცნობია ახალი რწმუნებულის ზუსტი გეგმების შესახებ.
ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის რეგიონის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე–3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 24 წელი შესრულდა.
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ააიპ ქუთგანათების სერვისის ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქში არსებულ რვავე უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები დამონტაჟდება.

ამინდი