Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გაზზე მომუშავე ავტომანქანების 28%-მა ტექინსპექტირება ვერ გაიარა

თარიღი : 18-08-2018, 13:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე ტექინსპექტირება გაზზე მომუშავე 1 634 ავტო სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, აქედან 1 178 ანუ საერთო რაოდენობის 72% არის გამართული, 456-მა (28%-მა) ავტომობილმა კი ტექინსპექტირება ვერ გაიარა. რეგლამენტის მიხედვით, 17 და მეტი წლის აირბალონებზე მომუშავე მანქანებს ტექდათვალიერების ვალდებულება 2018 წლის 1-ლი იანვრამდე ჰქონდათ. ხოლო 14-16 წლის ავტომობილებს ტექდათვალიერება 2018 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა გაევლოთ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი ავტომობილი ხვდებოდა ამ კატეგორიებში, არ არსებობს.

მათივე ცნობით, საქართველში ამ დროისთვის 12 ინსპექტირების ცენტრია, სადაც აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირება ხორციელდება. აქედან 4 თბილისში, 2 რუსთავში, 2 ქუთაისში, 1-გორში, 1 ბათუმში, 1 საგარეჯოში, 1 კი ქობულეთშია განთავსებული.

როგორც შპს „აირბალონის“ ტექნიკური მენეჯერი გიორგი ხვედელიძე აღნიშნავს, ივლისში ტექინსპექტირების ცენტრში მძღოლების აქტიურობა ძალიან მაღალი იყო, თუმცა მომართვიანობა თანდათან შემცირდა.

„მძღოლები ინფორმირებულები არიან, მაგრამ დღესდღეობით ვერ ვიტყვი, რომ აქტიურობენ. დღის განმავლობაში ჩვენი ცენტრი 3-4 აირბალონიან ავტომობილს ემსახურება. ივლისში კი რიგს 30-მდე ავტომანქანა ელოდებოდა. ავტომობილების უმრავლესობა სხვადასხვა დარღვევით შემოდის. თუ ბალონი არ არის შესაცვლელი, დარღვევების ძირითადი ნაწილი მარტივად მოგვარებადია. დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა, პიროვნებას 1972 წელს გამოშვებული ბალონი ჰქონდა ავტომობილში, რა თქმა უნდა, ის ვერ დააკმაყოფილებდა ვერანაირ სტანდარტს. ჩვენ უფლებამოსილები ვართ, რომ ასეთ დროს დავაზიანოთ ბალონის ყელი, რათა ვადაგასული ბალონი მიმოქცევაში არ მოხვდეს “, - განაცხადა გიორგი ხვედელიძემ.
მისივე ინფორმაციით, აირბალონიანი ავტომობილის შემოწმების სტანდარტული ფასი 130 ლარია.

ცნობისთვის, ავტომობილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე დადგენილება მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო, რომლის ამოქმედების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა.

აირბალონების პერიოდული შემოწმება შემდეგი პერიოდულობით ხორციელდება:

ა) ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – სამ წელიწადში ერთხელ;
ბ) ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – ხუთ წელიწადში ერთხელ.
3. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის
შემადგენლობა, ასეთი ბალონის შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.
4. აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.

11-13 წლის ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ბოლო ვადად 2019 წლის პირველი იანვარია განსაზღვრული, ხოლო ყველაზე ახალი 1-10 წლის ავტომობილებისთვის საბოლოო ვადა 2019 წლის პირველი ივლისია.

bpn.ge


ნანახია: 666-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აირბალონიანი ავტომობილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე დადგენილება მთავრობამ 2014 წელს მიიღო. თუმცა, მისი
რას ექცევა ყურადღება გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირებისას.
ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყებიდან ანუ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2 წლის განმავლობაში საქართველოში
გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადა 2018 წლის 1 იანვარია, მაგრამ ამის შესახებ მძღოლებს ინფორმაცია
არაოფიციალური მონაცემებით, ასეთი ავტომობილების რიცხვი 250-300 ათასია.
პირველ ეტაპზე ტექნიკურ დათვალიერებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი მასის მანქანები გაივლიან.
შემთხვევა სოფელ გეგუთში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მოხდა.
საერთო ჯამში, მოწამვლის დიაგნოზით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს.

ამინდი