Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მემორანდუმი ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისათვის

თარიღი : 17-08-2018, 13:57 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. შეთანხმების საფუძველზე, სააგენტოსა და გაერთიანების ერთობლივი თანამშრომლობით მოხდება ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის საექსპოზიციო-სამუზეუმო სივრცის შემდგომი განვითარებისა და მოდერნიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების უზრუნველყოფა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ასევე, მუზეუმში დაცული ექსპონატების სარესტავრაციო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ხელშეწყობა. თანამშრომლობის პროცესში აქტიურად იქნება მხარდაჭერილი საგამოფენო და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებისათვის საჭირო გარემოს შექმნა.

მემორანდუმის გაფორმებისას მხარეებად წარმოდგენილნი იყვნენ ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველი ვაჟა ჯუღელი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მუზეუმის ეზოში საოპერო მუსიკის საღამო გაიმართა, სადაც ზაქარია ფალიაშვილის ოპერებიდან არიები შესრულდა.

კონცერტში მონაწილეობდნენ: ლიანა კალმახელიძე (რესპუბლიკის სახალხო არტისტი); ალუდა თოდუა ( დიდი თეატრის სოლისტი); რამაზ კუბლაშვილი ( ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი); ელდარ გეწაძე ( (რესპუბლიკის სახალხო არტისტი,პროფესორი).

NS


ნანახია: 449-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის – მ . ბალანჩივაძის სახ.
კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქუთაისის მერიის კულტურის
კონცერტი ქუთაისის ოპერის თეატრში 29 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
კონცერტი 30 დეკემბერს, 16:00 საათზე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში
საქველმოქმედო კონცერტი ქუთაისში კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ინიციატივით იმართება და მასზე
დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალი იყო.