რჩევები მათ, ვისაც ცხოველები უყვარს-რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ოთხფეხა მეგობრებმა?

ზაფხულის პერიოდი სხვადასხვა ინფექციის გავრცელებით გამოირჩევა, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მეპატრონეები ყურადღებით იყვნენ შინაურ ცხოველებთან, პერიოდულად დაბანონ და მაწანწალა ცხოველებთან კონტაქტს მოარიდონ, რადგან ძაღლები ისეთი დაავადების გადამტანები არიან, როგორიც არის ლეიშმანიოზი და სხვადასხვა პარაზიტული დაავადება. პარაზიტული დაავადებები ცხოველიდან ტკიპისა და კოღოების საშუალებით გადადის, ამიტომ მათ განსაკუთრებით უნდა ვუფრთხილდეთ.
„შინაურ ცხოველს ასევე გადააქვს ცოფი, ამიტომ მეპატრონემ ცხოველი აუცილებლად უნდა აცრას ცოფზე და შავ ჭირზე. ცხოველი ნამკურნალები უნდა იყოს ჭიებზე, რადგან ძაღლები ინვაზირდებიან და პატრონსაც აინვაზირებენ. უნდა მოვერიდოთ ძაღლის დაბინძურებულ ადგილებში გასეირნებას. ძაღლს პერიოდულად ახასიათებს ბეწვის ცვენა. ამ დროს ის პატრონმა სპეციალური სავარცხლით უნდა დავარცხნოს,“ - ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს ინფექციონისტი რუსუდან ხაჭაპურიძე.