Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალგაზრდების 20% დღეში 7 საათზე მეტ დროს ინტერნეტში ატარებს

თარიღი : 14-08-2018, 13:27 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი უწყების (Ofcom) მონაცემებით, 16-24 წლის ბრიტანელების მეხუთედი საშუალოდ, დღეში 7 საათზე მეტს ატარებს ინტერნეტში. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail-ი აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდების თითქმის 20% კვირაში თითქმის ორ სრულ დღეს უთმობენ ინტერნეტს. ამავე მონაცემების მიხედვით, 65 წელზე დიდი ასაკის ადამიანების მხოლოდ 1% და 55-64 წლის ადამიანების 6% უთმობს ინტერნეტს კვირაში 50 საათზე მეტს.

მონაცემებით ირკვევა ისიც, რომ ადამიანები საშუალოდ ყოველ 12 წუთში ერთხელ ამოწმებენ საკუთარ სმარტფონებს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Facebook-ი და Instagram-ი ახალი ფუნქციის დამატებას გეგმავს. ფუნქციის მეშვეობით, მომხმარებელს სოციალურ ქსელში გატარებული დროის განსაზღვრა შეეძლებათ.

ინტერნეტ ექსპერტებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ციფრული მოწყობილობების ასეთი მუდმივი გამოყენება შეიძლება უარყოფით გავლენას ახდენდეს ურთიერთობებზე, პროდუქტიულობასა და ჯანმრთელობაზე.


ნანახია: 665-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოციალურ ქსელში დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლის დროს მოქალაქეებმა ინტოქსიკაცია მიიღეს
რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს. ის, მსოფლიო ბანკის კვლევაზე დაყრდნობით, ბოლო
ზოგადი წესის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში მცოვრები ქრისტინე გაბუნიას შესახებ, რომელიც შშმ პირის ეტლს ითხოვდა.
NDI-ის მიერ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრეა.
ჯამში გამოკითხულთა 38,26%-ისთვის ინტერნეტის გამოყენების მთავარი მიზეზი სოციალური ქსელებია