Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცაგერის ისტორიულ სოფელში დახმარებას ითხოვენ-მოსახლეობა გზის გარეშე დატოვეს

თარიღი : 13-08-2018, 10:48 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, მათ სოფელში რამდენიმე თვის წინ, გზის გაფართოებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, თუმცა კომპანიამ აღნიშნულ პერიმეტრზე სამუშაოები 5 თვის წინ მიატოვა, რის შემდეგადაც, გზაზე გადაადგილება როგორც ავტომობილით მოსარგებლეებს, ასევე ფეხით მოსიარულეებსაც უჭირთ.

"გვესო არის ისტორიული სოფელი. ამ სოფელში სამი ციხეა, სადაც ტურისტები მუდმივად დადიოდნენ და ამ ისტორიულ ნაგებობეს ათვალიერებდნენ. მას შემდეგ რაც გზები აჩიჩქნეს და შემდეგ სამუშაოები მიატოვეს, ფაქტობრივად ავტომობილით გავლა უკვე არის შეუძლებელი. ასევე გზის გაფართოების გამო, ერთ-ერთ ოჯახს ასწლოვანი ნიგვზის ხე მოუჭრეს, რომლითაც თავს ირჩენდა. ასევე დააზიანეს, სხვა ოჯახების ღობეები. ვითხოვთ კონკრეტულ პასუხს, როდის დასრულდება დაწყებული და მიტოვებული სამუშაოები,"-აცხადებენ სოფელ გვესოში მცხოვრებლები.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე განმარტავს, რომ გზა მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოინგრა და გაუვლელი გახდა. მისი თქმით, გზის სამუშაოების პროექტირებაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და სამუშაოები დაახლოებით ოქტომბერში დაიწყება.

„პროექტირებაზე ტენდერი დასრულებულია, სამუშაოები ოქტომბერში დაიწყება, ექვსთვიანი პროექტია და თუ ამინდებმა არ შეგვიშალა ხელი ექვს თევში მორჩება. ამ სოფელში მეორე კომპანიაც მუშაობა, რომელიც გზების მოხრეშვას აწარმოებდა, მაგრამ შპს „ორბიტა“, არ ასრულებს ვალდებულებას და მის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება. რაც შეეხება ცენტრალურ გზას, ამასთან დაკავშირებით ყოველდღე ვესაუბრები მოსახლეობას და ყველამ იცის, როდის დაიწყება მუშაობა,“-აცხადებს ავთანდილ უგრეხელიძე.


ნანახია: 734-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ სოფელ ხრეითში განაცხადა, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივების უკმაყოფილება უგზობამ გამოიწვია.
სოფელ ფერეთაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 419 400 ლარიდან 65 დასახელების სამუშაო შესრულდება.
ადგილობრივების თქმით, ათეული წლებია მათ ქუჩაზე გზის საფარი ამორტიზირებულია, რის გამოც წვიმის დროს, ქუჩაში გუბეები დგება და
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები ოჯახები დახმარებას ითხოვენ.
დათო ლიკლიკაძე საკვირაო რუბრიკაში 'ჩემი აზრით' გირჩევთ:

ამინდი