Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ონკოლოგები ქალებს თმის ხშირად შეღებვას არ ურჩევენ

თარიღი : 12-08-2018, 15:45 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქალები, რომლებიც თმის შეღებვის მიზნით, ხშირად სტუმრობენ სილამაზის სალონებს, გარკვეული რისკის ქვეშ იმყოფებიან. პრინცესა გრეის ჰოსპიტლის კვლევებმა აჩვენა კავშირი თმის ხშირად შეღებვასა და სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას შორის.

დამტკიცდა, რომ რისკი მინიმუმ 14%-ით იზრდება, თუ ქალი წელიწადში 6-ჯერ იღებავს თმას. კიბოს განვითარების ალბათობა იზრდება თმის საღებავში შემავალი მავნე ნივთიერებების გამო. კანიდან ხდება ამ ნივთიერებების შეწოვა, რის შედეგადაც ორგანიზმში გროვდება კანცეროგენები.

პოტენციურ კანცეროგენად აღიარეს ასევე ჰიგიენური ტუჩსაცხი. მომხმარებელთა ინტერესების დამცველმა ფრანგულმა მსხვილმა კომპანიამ Que Choisir ჰიგიენური ტუჩსაცხის ხარისხის კვლევა შეუკვეთა. აღმოჩნდა, რომ საცდელი ნიმუშების 50% შეიცავდა მომწამვლელ ნივთიერებებს.

საერთო ჯამში, კვლევისთვის შეიძინეს ტუჩის სხვადასხვა ფირმის ბალზამის 21 ნიმუში, მათ შორის მსხვილი კოსმეტიკური ბრენდების. მათგან 10 შეიცავდა კანცეროგენულ ნივთიერებებს. მაგალითისთვის, ზოგიერთ ნიმუშში აღმოაჩინეს მინერალური ეთერზეთები ნაჯერი ნახშირწყლებით, რომლებმაც ორგანიზმში მოხვედრისას შეიძლება ლიმფური კვანძების და ღვიძლის ანთება გამოიწვიოს. ტუჩის ბალზამის შემადგენლობაში ეს ნივთიერებები განსაკუთრებით საშიშია, იმდენად, რამდენადაც გადაყლაპვის რისკი მაღალია.

mkurnali.ge


ნანახია: 1801-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შამპუნს კვირაში რამდენჯერმე ვიყენებთ, ამიტომ მის შემადგენლობას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ, რადგან ეს პროდუქტი ხშირად
ქუთაისში არსებული სილამაზის სალონი Life Style (ცხოვრების სტილი) გთავაზობთ თმის მეზოთერაპიას. მეზოთერაპია, ეს არის პროცედურა,
თმის დასწორება თუ თქვენი ცხოვრების ყოველდღიური რუტინაა და დაგღალათ აღნიშნული პროცედურისთვის უამრავი დროის დაკარგვამ, ქუთაისში
უახლესი აპარატურით აღჭურვილი სალონი L S მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს.
სალონ Life Style-ში (ცხოვრების სტილი) პატარების ყოფნა ჩვეული მოვლენაა, რადგან სალონი მათი სტუმრობით განებივრებულია.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონობა აღინიშნება.
იმერეთში მცხოვრები 59 932 ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

ამინდი