Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"თუ ხალხი ჭკვიანად იქნება, გზა გაიხსნება"

თარიღი : 10-08-2018, 17:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივად მოძრაობის აღსადგენად, ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟებას და კამერების მიერ დაფიქსირებული შემთხვევების შესწავლის შედეგებს ელოდებიან.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შემოვლით გზაზე უკვე ჩატარდა სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით და ამ დროისათვის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე განთავსებულ კამერებზე დაკვირვება მიმდინარეობს.

"მიღებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ, უწყებათაშორისის შეხვედრებზე განიხილება მოძრაობის ორმხრივად აღდგენის საკითხი. ვნახავთ რას დააფიქსირებს კამერები. თუ ბევრი დარღვევა იქნება, გზა ორმხრივად არ გაიხსნება, თუ ხალხი ჭკვიანად იქნება და კამერები ბევრ დარღვევას არ დააფიქსირებენ, გზა გაიხსნება," - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ქუთაისის შემოვლითი გზის ის მონაკვეთი, საიდანაც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოხვედრაა შესაძლებელი, ორ წელზე მეტია დაკეტილია. აღნიშნულის მიზეზად, გზაზე სამუშაოების არასათანადოდ შესრულება და უსაფრთხოება სახელდება.

დაკეტილი გზის გამო, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება ქუთაისის გავლით უწევთ, რადგან შემოვლითი გზა, რომელიც 2014 წელის 19 ნოემბერს ორმხრივი მოძრაობისათვის გაიხსნა, ცალმხრივი გახდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ საზეიმოდ გახსნილი გზის უმოქმედობა გააპროტესტა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

როგორც გოგი წულაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, გზა, რომელზეც მილიონები დაიხარჯა, უსაფრთხო არ არის და ის კვლავ მოწყობას საჭიროებს. წულაია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მათ შემოვლით გზაზე არსებული პრობლემის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებს.


ნანახია: 1382-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის შემოვლითი გზის ის მონაკვეთი, საიდანაც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოხვედრაა შესაძლებელი, ორ წელზე მეტია
მდინარე ჩხარამ შემოვლითი გზის მონაკვეთი უკვე რამდენჯერმე დააზიანა.
მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ქობულეთის შემოვლით გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზეც ამოქმედდება „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და
ქუთაისის შემოვლით გზაზე სულ 9 მიწისქვეშა გასასვლელი, 10 ხიდი და გზაგამტარი უნდა აშენდეს
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, გასულ
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ძოწენიძე ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ
„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა"- სასტიკი მკვლელობა ზესტაფონში
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ამინდი