Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გერმანელი წყვილის ნათლობა და ჯვრისწერა ბაღდათის სოფელში

თარიღი : 10-08-2018, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ბაღდათის სოფელში გერმანელი ტურისტი ქრისტიანულად მოინათლა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერს არჩილ გოგსაძეს გერმანიაში, ქალაქ ბერლინში მოღვაწე ჟურნალისტი, მწერალი და პოეტი სანდრა ვერელი შეხვდა. დიმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში გერმანელი სტუმრის სანდრა ვერელის მეუღლის, ლოთარ რანის ქრისტიანული ნათლობა, ხოლო ნათლობის შემდეგ, ჯვრისწერა შედგა.

ბაღდათის მერს სანდრა ვერელი იმ პროექტის შესახებ ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც ბაღდათში გეგმავს. უცხოეთში მოღვაწე ჟურნალისტი ვლადიმერ მაიაკოვსკის შემოქმედებითაა დაინტერესებული, სწორედ მის მშობლიურ ქალაქში სურს მოაწყოს "ეკო-არტ ფესტივალი" სახელწოდებით "ბაღდათის ზეცა", რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები, მაიაკოვსკის მოღვაწეობით დაინტერესებული შემოქმედი ადამიანები მიიღებენ.

პროექტის მიხედვით, ბაღდათში ორი კვირის განმავლობაში პოეტები, მხატვრები და მოქანდაკეები სხვადასხვა სახის აქტივობას განახორციელებენ-მოეწყობა მასტერკლასები, ქუჩის მხატვრობა. საერთაშორისო ეკო -არტ ფესტივალმა შესაძლოა ტრადიციული სახე მიიღოს და ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართოს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი აღნიშნული ღონისძიების განხორციელებასა და მხარდაჭერაზე მზაობას აცხადებს. ეკო-არტ ფესტივალი ვლადიმერ მაიაკოვსკის 125 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნება.


ნანახია: 1981-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მაიაკოვსკის მუზეუმი საიუბილეო საღამოზე სტუმრებს როგორც ბაღდათიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უმასპინძლებს.
ველოტურში მონაწილეებმა სტარტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობიდან აიღეს.
მიტროპოლიტის 60 წლის იუბილეს ესწრებოდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე, ბაღდათის
დღესასწაული ბაღდათის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიით დაიწყო, შემდეგ კი მოწვეულმა სტუმრებმა ეთნოკუთხეებთან გადაინაცვლეს, სადაც
არჩილ გოგსაძემ გამარჯვების შემთხვევაში, ბაღდათის მოსახლეობას არსებული პრობლემების გადასაჭრელად ერთობრივი მუშაობა შესთავაზა.
სესხის მომსახურების კოეფიციენტი მსესხებლის შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.
მიქელთაძე ამბობს, რომ ეწინააღმდეგება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანას ითვალისწინებს.
საქმე ეხება ხონის მერის მოადგილეს გელა ჩოგოვაძეს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს ზაზა რუხაძეს და სხვა საჯარო მოხელეებს, რომლებსაც სასამართლომ

ამინდი