Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ოცნების' ხელისუფლების მიერ საზეიმო ვითარებაში გახსნილი გზა, რომელიც გადაადგილებისთვის საშიშია

თარიღი : 9-08-2018, 15:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის შემოვლითი გზის ის მონაკვეთი, საიდანაც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოხვედრაა შესაძლებელი, ორ წელზე მეტია დაკეტილია. აღნიშნულის მიზეზად, გზაზე სამუშაოების არასათანადოდ შესრულება და უსაფრთხოება სახელდება.

დაკეტილი გზის გამო, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება ქუთაისის გავლით უწევთ, რადგან შემოვლითი გზა, რომელიც 2014 წელის 19 ნოემბერს ორმხრივი მოძრაობისათვის გაიხსნა, ცალმხრივი გახდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ საზეიმოდ გახსნილი გზის უმოქმედობა გააპროტესტა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

როგორც გოგი წულაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, გზა, რომელზეც მილიონები დაიხარჯა, უსაფრთხო არ არის და ის კვლავ მოწყობას საჭიროებს. წულაია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მათ შემოვლით გზაზე არსებული პრობლემის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებს.

"არც ერთი მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორებიცაა რუსთავის შემოვლითი გზა; ქუთაისის შემოვლითი გზა; ქობულეთის შემოვლითი გზა; სამტრედია - გრიგოლეთის მონაკვეთი, არ ხორცილედება წინასწარ განსაზღვრულ ვადებში და იკვეთება მთელი რიგი დარღვევები ხარისხთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, რუსთავის შემოვლითი გზა, ფაქტობრივად დაუმთავრებელია;

ქუთაისის შემოვლითი გზა არასწორი დაპროექტების გამო, იქცა სასაკლაოდ და აუცილებელი გახდა მისი გაცალმხრივება, რამაც შემოვლის ეფექტიანობა, პრაქტიკულად გაანულა.

ქობულეთის შემოვლით გზაზე უკვე შეიმჩნევა დონეების აცდენა გზის ბეტონის საფარსა და ხიდებს შორის და მიდის ამ სიცოცხლისთვის სახიფათო ხარვეზის, ასფალტის ფენების ჩაკერების ველური მეთოდით „გამოსწორება“. დაწეულია და წყლით ივსება დამაკავშირებელი გზების გვირაბები, წყალგამტარი ხიდები," - ნათქვამია კვლევაში, რომელიც "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ" გზების მდგომარეობის შესწავლის შედეგად დადო.


ნანახია: 1110-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივად მოძრაობის აღსადგენად, ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟებას და კამერების მიერ დაფიქსირებული
დარღვევებით აშენებული, საშიში გზები საქართველოში.
ქუთაისის შემოვლით გზაზე სულ 9 მიწისქვეშა გასასვლელი, 10 ხიდი და გზაგამტარი უნდა აშენდეს
მდინარე ჩხარამ შემოვლითი გზის მონაკვეთი უკვე რამდენჯერმე დააზიანა.
ამ დროისთვის, ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი
ქუთაისის 32-კმ-იანი შემოვლითი გზა, E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
დათო ლიკლიკაძე საკვირაო რუბრიკაში 'ჩემი აზრით' გირჩევთ:

ამინდი