Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამკურნალო წყლით მორწყული სათბურები და მკურნალობის გარეშე დარჩენილი პაციენტები სამტრედიაში

თარიღი : 8-08-2018, 22:45 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიაში, ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე არსებული სამკურნალო წყალი ქართულ-ჰოლანდიური ფირმა „იმერეთი გრინერი“-ს სათბურების მორწყვას ხმარდება. იმის გამო, რომ კურორტის ტერიტორიაზე არსებულ ჭაბურღილზე ლიცენზია აღნიშნულ ფირმას აქვს, კურორტი წყლის გარეშე რჩება და შესაბამისად, ფუნქციონირებას ვერ ახერხებს.

„კურორტის ტერიტორიის ნაწილს ჩემი სააქციო საზოგადოება ფლობდა. დარჩენილი ნაწილი უნდა შეგვესყიდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქართულ-ჰოლანდიურ ფირმაზე ერთ ლარად გაასხვისეს. დღეს კურორტის ტერიტორიაზე სამკურნალო წყალი იღვრება, ადამიანები კი, რომელთაც აღნიშნული წყლით გამოჯანმრთელება შეუძლიათ, მკურნალობის გარეშე რჩებიან. რადგან „იმერეთი გრინერს“ ლიცენზია აქვს, კომპანია არ გვაძლევს იმის საშუალებას ის წყალი გამოვიყენოთ, რომელიც ტყუილად იღვრება,“ - ამბობს ბალნეოლოგიური კურორტის მეპატრონე გოჩა ნადირაძე.

სამტრედიის ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენით დაინტერესებული არიან სამტრედიის ადგილობრივ ხელისუფლებაში. სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია ამბობს, რომ კურორტის სამკურნალო წყალი სამკურნალო მიზნებისთვის უნდა გამოიყენებოდეს და ის სათბურების მორწყვას არ უნდა ხმარდებოდეს. მცდელობის მიუხედავად, მერია პრობლემის გადაწყვეტას ამ დროისთვის ვერ ახერხებს. სამტრედიის ადგილობრივ ხელისუფლებაში წიაღის სააგენტოს დასკვნას ელოდებიან, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება კანონის ნორმებს სამკურნალო წყლით სათბურების მორწყვა.


ნანახია: 1242-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პეტიციის ავტორების განცხადებით, პეტიციის მოგების შემთხვევაში სამტრედიას, რომლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს
სამკურნალო-ბალნეოლოგიურ კურორტზე ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში არ განვითარებულა, რაც მის უმოქმედობას იწვევს. ამ დროისთვის
კურორტის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 3-4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაა საჭირო.
კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საზაფხულო სეზონი მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყება, თუმცა მათივე განმარტებით, დამსვენებელს
წყალტუბოში ვიზიტისას პრემიერმა ყურადღება კურორტის პოტენციალზე გაამახვილა.

ამინდი