Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"როცა ქვეყანა გმირებს გლოვობს, ზესტაფონის მერი კონცერტებს აწყობს"

თარიღი : 8-08-2018, 20:47 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ზესტაფონის საკრებულოს წევრი და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ზესტაფონის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგა გაბრიჩიძე ზესტაფონის მერის მიერ, ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში მოწყობილ კონცერტს ეხმიანება.

"აი ეს არის ზესტაფონის მერის სახე,თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის იმ გმირების ხსოვნა, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოს დასაცავად. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მერმა კონცერტი გამართა და მოსახლეობას ეპატიჟებოდა ელექტრონული მუსიკის საღამოზე იმის ნაცვლად, რომ მწუხარება გამოეხატა გმირების ოჯახების წინაშე. ეს ზუსტად მახსენებს ავადსახსენებელი 2008 წლის აგვისტოს, როდესაც გმირები მიუბარებელი იყვნენ მიწას, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით კონცერტი გამართა რუსთაველზე და ქვეყანას აუწყა ომში გამარჯვება. ვინაიდან ზესტაფონის მერი არის "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის გამგრძელებელი, ის სხვანაირად ვერ აღნიშნავდა 10 წლის შემდეგ იმ დიდ ტრაგედიას, რაც ქვეყანას დაატყდა," - ამბობს გიგა გაბრიჩიძე.

მერის ინიციატივით კონცერტი 6 აგვისტოს გაიმართა. კონცერტის რეპერტუარს ჯაზის და პოპის სინთეზი წარმოადგენდა.


ნანახია: 1387-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის საკრებულოს უმრავლესობას მუნიციპალიტეტის მერის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისაკენ მოუწოდებენ.
ზესტაფონში, მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ზესტაფონის საკრებულოს წევრი 'პატრიოტთა ალიანსი'-დან გიგა გაბრიჭიძე ზესტაფონის მერს კახაბერ მახათაძეს ბიუჯეტის თანხების
შესაბამისი ბრძანება საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ 21 დეკემბერს გამოსცა.
დათო ლიკლიკაძე საკვირაო რუბრიკაში 'ჩემი აზრით' გირჩევთ:

ამინდი