აგვისტოს ომში დაღუპული ვანელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აგვისტოს ომში დაღუპული ვანელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს

თარიღი : 8-08-2018, 20:13 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 10 წელი გავიდა. ვანის მუნიციპალიტეტში 8 აგვისტოს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს. დილიდან წმინდა ნინოს მშობლების ზაბულონის და სოსანას სახელობის ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი წირვა აღევლინა, რომელსაც ვანის მუნციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად დაესწრო. მოგვიანებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

"დღეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან 10 წელი გავიდა. ფასდაუდებელია ქართველი ჯარისკაცების ღვაწლი, სამშობლოს ერთიანობისთვის მათ დათმეს საკუთარი სიცოცხლე, ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს ამ თავგანწირვას, ქედს ვიხრი მათი ვაჟკაცობის წინაშე,"- აღნიშნა ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში 5 ვანელი ჯარისკაცი: ილია გაბუნია, დავით დვალიშვილი, მიშიკო დვალიშვილი, შოთა ხურციძე და შალვა ტრაპაიძე გმირულად დაიღუპნენ.

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ომში დაღუპულთა საფლავებზეც მივიდა და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას. დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს ერთჯერადი დახმარების სახით ბიუჯეტიდან 500-500 ლარი ჩაერიცხათ.

დღის ბოლოს ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკაზე შექმნილი ფილმის "შინდისის გმირები"-ს ჩვენება გაიმართა.


ნანახია: 1477-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამგებელი ქალაქის ცენტრალურ სკვერში მივიდა, სადაც ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
იმერეთიდან ომს 34 მებრძოლი ემსხვერპლა.
2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაცვლილი მებრძოლის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ.
ქუთაისში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს.
2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ
ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.

ამინდი