კომპანია 'საქნახშირის' თანამშრომლები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შახტის 6 თანამშრომელი-მათ შორის შახტის დირექტორი, ინჟინრები და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მინდელის სახელობის შახტში, მიმდინარე წლის 5 აპრილს მომხდარ უბედურ შემთხვევასა და 6 ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დააკავეს. გამოძიება მათ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას ედავება.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საქმეზე არსებითი განხილვა 20 სექტემბერს დაიწყება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2 წლიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.