Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩემი შვილი ისეთია, სხვას გადაარჩენდა და თვითონ ჩაწვებოდა სამარეში,'-ტყიბულის შახტის დაკავებული თანამშრომლები წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებიან

თარიღი : 8-08-2018, 15:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ტყიბულის შახტის დაკავებული თანამშრომლებისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ.

ტყიბულში, მიმდინარე წლის 5 აპრილს მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პოლიციამ 6 პირი დაააკავა. დაკავებულებს შორის არიან შახტის დირექტორი, ინჟინრები და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეკრებილი დაკავებულთა ახლობლები აცხადებენ, რომ ისინი ბრალს არ ეთანხმებიან და დაკავებულები გირაოს საფუძველზე უნდა გათავისუფლდნენ.

"შახტა არის და იქნება ყოველთვის საფრთხის შემცველი. მას ვერავინ გააკონტროლებს. ჩემი შვილი იმდენად პატიოსანია, რომ შეძლებოდა, რომ ცოდნოდა იქ ვინმე დაიღუპებოდა, თავად გადაეღობებოდა და თავად დაიღუპებოდა. ყველაფერს დაადგენს გამოძიება ვისი რა ბრალეულობაა. იქ არ შეიძლება განსაზღვრო წინასწარ რა მოხდება და რა არ მოხდება. იმ შახტაში უამრავი ადამიანია დაღუპული. ჩემი შვილი არავისთვის დაიხევდა უკან. საფრთხის შესახებ რომ ცოდნოდა, თავად გადაეფარებოდა და თავად ჩაწვებოდა სამარეში," - ამბობს შახტის დირექტორის დედა ლალი ქათამაძე.

დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორი წლიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


ნანახია: 824-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქმეზე არსებითი განხილვა 20 სექტემბერს დაიწყება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2 წლიდან 5 წლამდე თავისუფლების
დაკავებულები არიან ინჟინრები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და შახტის დირექტორი.
დაკავებულები არიან, შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე, შახტის მენეჯერი- მამული კუბლაშვილი, უბნის
მომდევნო სხდომა 6 დეკემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
ხუთი დაკავებულის დაცვის მხარემ დაზარალებულების პოზიციის გამორკვევამდე, პროცესის გადადების შესახებ დააყენა შუამდგომლობა, თუმცა
ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამინდი