Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა

თარიღი : 7-08-2018, 22:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. ისინი აღნიშნული საავტომობილო გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე, 10 სექციად არის განლაგებული. ამავე მონაკვეთზე ასევე ამოქმედდა ნომრის ამომცნობი „ჭკვიანი“ კამერები, რომელთა საშუალებით გაკონტროლდება როგორც სიჩქარის გადაჭარბების, ასევე, სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები.

მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ქობულეთის შემოვლით გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზეც ამოქმედდება „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციები მოეწყობა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, გასულ თვეში დედაქალაქში 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა, ბათუმის მასშტაბით კი 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ახალი წერტილოვანი რადარები განთავსდა ქობულეთი-მახინჯაურის მონაკვეთზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას.


ნანახია: 1482-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, გასულ
2017 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.
ცალკე პრობლემაა არსებული, მუშა რადარების მონიტორინგის სისტემა- ადამიანური რესურსი არ არის საკმარისი ქსელში არსებული რადარებისა და
ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივად მოძრაობის აღსადგენად, ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟებას და კამერების მიერ დაფიქსირებული
ქუთაისის შემოვლით გზაზე სულ 9 მიწისქვეშა გასასვლელი, 10 ხიდი და გზაგამტარი უნდა აშენდეს
წყალტუბოს მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ვიდეოკამერების განთავსებას
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ამინდი