Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: ვაკეთებთ ისეთ გზებს, რომლებიც წლების განმავლობაში არავის გახსენებია და მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა

თარიღი : 7-08-2018, 18:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ვაკისუბნის დასახლებაში თაბუკაშვილის 221 ნომერთან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. ადგილობრივ მოსახლოებას გზის პრობლემა 30 წლის განმავლობაში აწუხებდა. უგზოობის გამო, გართულებული იყო სამანქანო მოძრაობა და ფეხით გადაადგილება. აქვე რეაბილიტირდება N36 საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზაც.

გზის საფარის დასრულებული სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-მერ გიორგი იობაშვილთან და ვაკისუბნის მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. გზის სამუშაოები 283 000 ლარი დაჯდა და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "გზამშენი 21-ე საუკუნემ" შეასრულა.

"ჩვენ მივყვებით ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებებს და ვაკეთებთ ისეთ გზებს, რომლებიც წლების განმავლობაში არავის გახსენებია და მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მიმდინარე წელს ვგეგმავთ, რომ მნიშვნელოვანი ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია განვახორციელოთ,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 294-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა ახლაგაზრდობის გამზირის შემდეგ ქუთაისის სხვადასხვა უბნებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ქუთაისში, პეტრიწის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდა.
ქუთაისში, მწვანეყვავილას, ლუკა ასათიანისა და ლესელიძის ქუჩებში სავალალო მდგომარეობა იყო. ამ დრომდე აღნიშნულ ქუჩებში
ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩის 199 და 223-ე ნომერ კორპუსებთან ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამინდი