ქუთაისში სკეიტ-პარკის მოწყობის პროცესი კიდევ ერთხელ პროტესტის მიზეზი ხდება
თარიღი : 5-08-2018, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში სკეიტ-პარკის მოწყობის პროცესი კიდევ ერთხელ პროტესტის მიზეზი ხდება. ამჯერად საინიციატივო ჯგუფის-"ქუთაისს სჭირდება სკეიტ-პარკი წარმომადგენლები" დაგვიანებულ სამუშაოებსა და ამ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს აპროტესტებენ. საინიციატივო ჯგუფის წარმომომადგენლის ნინი ხელაძის თქმით, მოედანს არა აქვს ერთიანი ზედაპირი, რაც საკმაოდ საშიშია.
კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელსაც მერიას საინიციტივო ჯგუფის წარმომადგენლები უყენებენ, ეს ადგილზე საინფორმაციო დაფის განთავსებაა. დაფაზე გარკვევით უნდა იყოს დატანილი მოედნის მნიშვნელობა და მისი დანიშნულება. ამის უმთავრეს მიზეზად ნინი ხელაძე ადგილის არამიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას ასახელებს, რაც უკვე გახდა დაპირისპირების მიზეზი.
ცნობისთვის, ქუთაისში ახალგაზრდები უკვე წლებია სკეიტ პარკის მოწყობას ითხოვენ. რამდენჯერმე გაიმართა საპროტესტო აქციაც მრვალჯერ გადავადებული პროექტის გამო. საბოლოოდ, ადგილობრივმმა თვითმმართველობამ სამუშაოები დაიწყო და სკეიტ პარკი ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზტდობის პარკში ეწყობა. დაპირების მიხედვით, მოედანი აგვისტოს ბოლომდე უნდა მოეწყოს. ამისათვის ბიუჯეტიდან 210 000 ლარია გამოყოფილი.