Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში აზოტის დიოქსიდის როგორც დაბალი ინდექსი, ასევე, ზოგიერთ წერტილში ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევებიც ფიქსირდება

თარიღი : 4-08-2018, 14:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეთორმეტე ეტაპი დაასრულა.

ინდიკატორული მილაკები საქართველოს მასშტაბით განთავსებული იყო 25 დასახლებულ პუნქტში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი, რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, კასპი, მცხეთა, ოზურგეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, საჩხერე, ლანჩხუთი, ტყიბული, ჭიათურა, ხაშური, მარნეული, ბოლნისი, სიღნაღი, ყაზბეგი, ჩხოროწყუ).

ინდიკატორული გაზომვები მოიცავს აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების, ოზონისა და ბენზოლის კონცენტრაციების დადგენას. მილაკები ორი კვირის განმავლობაში იყო განთავსებული სხვადასხვა ლოკაციებზე და შემდეგ კვლევისათვის დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. შედეგების შეფასება ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად განხორციელდა.

ჩატარებული გაზომვების შედეგების მიხედვით, ყველა წერტილში გოგირდის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის დაბალი მაჩვენებლები აღინიშნა, ასევე აზოტის დიოქსიდის დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა 18 დასახლებულ პუნქტში. რაც შეეხება თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზესტაფონს, ხაშურს, რუსთავსა და თელავს, აღნიშნულ ქალაქებში დაფიქსირდა აზოტის დიოქსიდის როგორც დაბალი ინდექსი, ასევე ზოგიერთ წერტილში ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევებიც.

ინდიკატორული გაზომვები პირველად საქართველოში 2015 წელს ჩატარდა.

საქართველოს მასშტაბით ინდიკატორული გაზომვები გაგრძელდება. შემდეგი ეტაპი სექტემბრისთვეში განხორციელდება.


ნანახია: 1012-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დაპარტამენტის უფროსმა ქუთაისში არსებულ ჰაერის
საქართველოს მასშტაბით მეორე ტური 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში ტარდება.
სტატისტიკური მონაცემებით, განსაკუთრებით ცხელი ზაფხული იყო 2000, 2006 და 2010 წლებში.
ექპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა წერტილში გარემოს
წინასწარი ინფორმაციით, საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს ყოველდღიურად გამართავს.

ამინდი