რა სახის ჯარიმა დაგეკისრებათ გარემოს დაბინძურებისათვის
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა სახის ჯარიმა დაგეკისრებათ გარემოს დაბინძურებისათვის

თარიღი : 4-08-2018, 12:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 351 ფაქტი გამოავლინეს.

ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 78 ფაქტი გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 48 ფაქტი დაფიქსირდა, დასავლეთის რეგიონულ სამმართველოში - 51 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 37 ფაქტი, კახეთის მასშტაბით - 18 ფაქტი, აღმოსავლეთის რეგიონულ სამმართველოში- 33 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 18 ფაქტი, ხოლო თბილისში 68.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 49 ფაქტი გამოავლინეს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 80 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 35-ჯერ დაფიქსირდა და ითვალისწინებს ჯარიმას 120 ლარის ოდენობით.

1მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 14 ფაქტი დაფისირდა, რაც ფიზიკური პირებისათვის - 200 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 500 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

1მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 84 ფაქტი გამოვლინდა, მუხლი ითვალისწინებს ფიზიკური პირებისათვის - 500 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 1500 ლარის ოდენობით ჯარიმას.

მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა 200 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს და ამ მუხლის დარღვევის 21 ფაქტი დაფიქსირდა. ხოლო, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის საბურავის, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვის 41 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 500 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.


ნანახია: 631-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ივლისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 265 ფაქტი გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
ასევე, ამოღებულია 112 ერთეული დაურეგისტრირებელი სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი).
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის
ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.

ამინდი