მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბაღდათის პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი ავტომობილით სანიაღვრე არხში გადავარდა
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბაღდათის პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი ავტომობილით სანიაღვრე არხში გადავარდა

თარიღი : 3-08-2018, 10:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, პოლიციის კუთვნილი ავტომობილით სანიაღვრე არხში ჩავარდა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს განუცხადეს, შემთხვევა ბაღდათში, 3 აგვისტოს დაახლოებით 01.35 სთ-ზე საირმის გზაზე მოხდა.

"ბაღდათის პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც იმყოფებოდა მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ და მართავდაა სამსახურეობრივ მანქანას, ე.წ პოლიციის პიკაპს, ქუჩაში მოძრაობის დროს ვერ უზრუნველყო უსაფრთხო გადაადგილება, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა სანიაღვრე არხში. რა თქმა უნდა, შემთხვევის ფაქტი არ შეუტყობინებიათ შსს-ს შესაბამის სამსახურებისათვის და აღნიშნული ფაქტის დამალვის მიზნით, დროულად ამოიყვანეს სანიაღვრე არხიდან გამვლელი მოქალაქეების საშუალებით,"-განუცხადეს ახალი ამბების სააგენტოს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევაში მონაწილე პოლიციელი სამსახურებრივ მანქანას მეწყვილესთან ერთად მართავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარი სიმართლეს არ შეესაბამება.


ნანახია: 30123-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ადგილზე იმყოფებიან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები , თუმცა ამ ეტაპზე
ადგილზე საპატრული პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
ადგილობრივების თქმით, რამდენიმე პირი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდნეიმე საათში გაათავისუფლეს.
როგორც topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფუტკარაძე ამ პოზიციაზე ამირან ვერულაშვილმა ჩაანაცვლა.
შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც თვითმხილველებმა იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს განუცხადეს, შემთხვევის დროს ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა.
ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.

ამინდი