Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რატომ ჭიანურდება იმერეთის მხარის ახალი ხელმძღვანელის წარდგენა?

თარიღი : 31-07-2018, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში ახალი რწმუნებულის წარდგენა ჭიანურდება.

არსებული ინფორმაციით, მხარის პირველი პირის პოზიციაზე პრემიერმა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი შეარჩია, რომელიც ქუთაისელია. წერეთელი 1978 წლის 21 თებერვალს დაიბადა ქუთაისში. 1990 წელს დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფარმაციის ფაკულტეტი ფარმაცევტის სპეციალობით, ხოლო 2002 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის იოანე პეტრიწის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი იურისტის სპეციალობით.

რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, ის ასე გამოიყურება: 2018 წელს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში, მუშაობდა სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე, 2017-2018 წლებში შპს „რივერსაიდ ინვესტში“ იყო პროექტების მართვის მენეჯერი.

2017 წელს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში იკავებდა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას. 2016-2017 წლებში, იყო კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. 2015 წელს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში იკავებდა სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციას, ამავე სამსახურში, 2013-2015 წლებში იყო სადაზღვევო ნორმატივებისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტი უფროსი სპეციალისტი, 2001-2002 წლებში ს. ს. სადაზღვევო კომპანია „ბრიტანეთი-კავკასიაში“ იყო გენერალური მენეჯერის თანაშემწე, 1999-2001 წლებში ს. ს. „სადაზღვევო კომპანია ბრიტანეთი-კავკასიაში“ ავტომოტოტრანსპორტის დაზღვევის მენეჯერი, 1998-1999 წლებში შპს. „სადაზღვევო სააგენტო ალდაგი-იმერეთში“ ჯანმრთელობის დაზღვევის მენეჯერი, 1997-1998 წლებში, „ინვალიდთა საერთაშორისო ფონდში“ სოციალურ საკითხთა კოორდინატორი.

ასევე, აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება: 2011-2013 წლებში, შპს „რენოკოლ გეოიმპექსში“ იყო დირექტორის მოადგილე, 2009-2013 წლებში, შპს „ნდნ“-ის დირექტორი, 2008-2010 წლებში შპს „მეტალინვესტში“ მთავარი მენეჯერი, ხოლო 2005-2008 წლებში, შპს „ჯი-ეს-ეი“-ში დირექტორის მოადგილე.

მანამდე, 2002-2004 წლებში, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე.

იმერეთის რწმუნებულად დარჩენის სურვილი აქვს გრიგოლ დალაქიშვილს, რომელიც ამ დროისთვის იმერეთის მხარის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. კულუარული ინფორმაციით, დალაქიშვილმა რამდენჯერმე გააგზავნა თბილისში საკუთარი ხალხი, რომელთაც ქვეყნის პირველი პირები უნდა დაერწმუნებინათ იმერეთის მხარის რწმუნებულის პოსტზე გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიეღოთ.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ახალი რწმუნებულის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ცნობისთვის, იმერეთის რეგიონში პირველი პირის პოსტი 4 თვეა ვაკანტურია.


ნანახია: 2074-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დაწყებამდე განაცხადა.
ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა ზურა მარგველაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
იმერეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ ახალი რწმუნებულის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ხელისუფლების, კონკრეტულად კი პრემიერ მამუკა
ბესიკ ამირანაშვილი აღნიშნულ პოსტზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.
ამის შესახებ მეფარიშვილმა დღეს ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგზე განუცხადა.
iირინა მილორავამ პროფესიული საქმიანობა საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო, სადაც 1996 - 2000 წლებში სხვადასხვა თანამდებობაზე
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ამინდი