'ყოველთვის ვიქნები ანგარიშვალდებული გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების წინაშე,'- მაჟორიტარის ანგარიში მოსახლეობას
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ყოველთვის ვიქნები ანგარიშვალდებული გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების წინაშე,'- მაჟორიტარის ანგარიში მოსახლეობას

თარიღი : 31-07-2018, 09:22 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა ირაკლი შენგელიამ გამარჯვების მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა.

"დღევანდელი პრეზენტაციით მინდა ნათლად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ყოველთვის ვიქნები ანგარიშვალდებული გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების წინაშე და ვიქნები მათი აქტიური ხმა საკრებულოში," - ამ სიტყვებით დაიწყო ანგარიშის ჩაბარება ირაკლი შენგელიამ გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების წინაშე.

ანგარიში უფლებამოსილების ვადის პირველი ეტაპის ფარგლებში, მაჟორიტარის გაწეულ მუშაობას, განხორციელებულ პროგრამა-პროექტებს, მოქალაქეებთან კომუნიკაციის გზებსა და სამომავლო გეგმას მოიცავდა.

"მიშვნელოვანია მოქალაქეები იყვნენ ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ახორციელებდნენ მონიტორინგს მიმდინარე პროგრამა-პროექტებზე, იცოდნენ რას აკეთებს მათი მაჟორიტარი საკრებულოში და რა გეგმა არსებობს ოლქში განსახორციელებლად, ასევე რა საკითხებზე მუშაობს საკრებულო. მადლობა ყველას, ვინც მოვიდა პრეზენტაციაზე და ჩაიბარა ანგარიში," -განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

მაჟორიტარის თქმით, იგი ანგარიშით გამარჯვების მუნიციპალიტეტის წინაშე წელიწადში ორჯერ წარსდგება.

შეხვედრა, რომელსაც 200-მდე მოქალაქე ესწრებოდა, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. ირაკლი შენგელიასგან ანგარიში გამარჯვების ოლქის მცხოვრებლებმა, არასამთავრობო, სამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლებმა ჩაიბარეს.


ნანახია: 530-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც შენგელიამ მის ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე დააანონსა, გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ანგარიშს 30 ივლისს, 18:00
გამარჯვების ოლქში არჩევნებში 'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი შენგელიამ გაიმარჯვა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი შენგელიამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
გამარჯვების ოლქში მცხოვრებმა ქალბატონმა თვის დასაწყისში ირაკლი შენგელიას ეტლის გადაცემის თაობაზე მიმართა.
მაჟორიტარობის კანდიდატი გეგმავს, გამარჯვების ოლქის მასშტაბით, თითოეულ ამომრჩეველს შეხვდეს და საარჩევნო პროგრამა პირადად გააცნოს.
ინფრასტრუქტურული საპროექტო იდეების აღწერა 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.

ამინდი