Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერის სოფელი, რომელსაც დიდ ტურისტულ პოტენციალს უწინასწარმეტყველებენ

თარიღი : 29-07-2018, 12:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საინტერესო დასახლების შესახებ გიამბობთ.


მდინარე ჯრუჭულას აუზში, მის მარჯვენა შენაკადების ფასკნარასა და წყალფენილას ხეობაში, სოფელ ცხომარეთიის ჩრდილოეთით მდებარეობს დასახლება უზუნთა, რომელიც XX საუკუნის 40იანი წლების შემდეგ სოფლის სტატუსი მოეხსნა და დღემდე სოფლის სტატუსი გარეშეა დარჩენილი, 1946 წლამდე არსებული სოფლიდან მოსახლეობა გადაასახლეს აფხაზეთში, კერძოდ გულრიფშის რაიონში, მდინარე ამტყელის ხეობაში არსებულ სოფელ აზანთში. შემდგომ პერიოდში მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუბრუნდა თავის მშობლიურ ტერიტორიას, დღეისათვის უზუნთა შედის ცხომარეთის თემში, მანძილი თემის საკრებულოს ცენტრამდე 5 კმ-ია, ხოლო ქალაქ საჩხერემდე 16 კმ.
http://www.picz.ge/scripts/up.py
სოფელ უზუნთაში დღეისათვის დაახლოებით 45 კომლი ცხოვრობს. ძირითადი გვარებია: ქაბუშაძე, მაჩაიძე, კუჭაშვილი, იობაშვილი, კობახიძე, რაც შეეხება ტოპონიმს, უზუნთა მოდის თურქული სიტყვა „უზუნიდან“, რაც ყურძენს ნიშნავს. რამდენიმე საუკუნის წინ მონადირეები ამოსულან საჩხერის სოფელ ქორეთიდან, გაუკეთებიათ კარავი, ნადირობდნენ ხოლმე, შემდეგ კვლავ მიდიოდნენ ქორეთში. შემდგომ პერიოდში ახო გაუკაფავთ, ამოიყვანიათ შინაური ცხოველების ჯოგი და თანთათან დასახლებულან. 1946 წელს აფხაზეთში დაახლოებით 60- 70 ადამიანი გადაასახლეს, ხოლო აზანთიდან უზუნთაში შემდეგ პერიოდში დაბრუნდა 45 ადამიანი, რომელიც ამ დასახლებეაში მუდმივად ცხოვრობს. სოფლის მახლობლად მ,დებარეობს ნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი ჯრუჭის მონასტერი, რომელიც 1991 წელს მიწისძვრამ დაანგრია და დღემდე ნანგრევის სახით არის წარმოდგენილი, თუმცა უახლოეს მომავალშ იგეგმება ძეგლი აღდგენა-რესტავრაცია. სოფელი მდიდარია წყაროებით და ღელეებით, რომელტაც აქვს შემდეგი სახელწოდებები აქვს: ფასკნარა, წყარო ღელე, წყალფეინა, სოფლის აღმოსავლეთით აღმართულია ასევე, თამაზის სერი, მოსალოცი გორა, სოფლის ზედა ნაწილში არის წმ. გიორგის ტაძარი.

სოფლიდან დასავლეთით 4 კმ-ით დაშორებულია კარსტული წარმოშობის დევის ტბა. სოფლის ტერიტორიაზე არის მიმინოს წყალი, ჩიტის წყალი, ქათმის ხლეწია, კაციმარხია, წყარო-ბურდილაძის წყარო. სილამაზით გამოირჩევა ფასკნარას ჩანჩქერი, რომელიც სათავეს ამ სოფელში იღებს და ჭიათურისკენ მილებით მიედინება წყალმომარაგებაში. აღსანიშნავია, აგრეთვე, გოდაურის ტყე, ბერიული. წყალფეინა, ფასკნარა. სოფელში ძირითადად მისდევენ მემცენარეობას და მეცხოველეობას. მოჰყავთ სიმინდი, ლობიო, გაშენებულია ვენახიც, ძირითადი ყურძნის ჯიშებია: ძელშავი, ადესა, ქვიშხური... უზუნთაში ერთ-ერთ მთვაარ პრობლემას წარმოადგენს გზა, საჭიროებს მოწესრიგებას.

უზუნთას აქვს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი, ამ დასახლებას უახლოეს მომავალში გაივლის რაჭის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზა, რომელიც გამოაცხოცლებს ამ ტერიტორიას. უზუნთის ზედა ნაწილში მდინარე ქამუშაძის ღელეზე, რომელიც წარმოადგენს მდინარე ფასკნარას აუზს, გაშენებულია ხელოვნური წყალსაცავი, რომლის სიგრძე 160 მეტრ, სიგანე 110 მეტრს, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 4 მეტრს შეადგენს, ხელოვნურ წყალსაცავს ,,ქამუშაძის ტბა“ ქვია, ეს ადგილი იდეალურ ტურისტულ ობიექტს წარმოადგენს, ტბაში შეაძლებელია სპორტული თევზაობა (გაშენებულია კალმახი), წყლის ველოსიპედით ნაოსნობა, წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელსაყრელია კარვების გაშლაც. ადილობრივი იმერული კერძების დაგემოვნებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის მუდმივი მაცხოვრებლის ჯუმბერ ქამუშაძის კარ-მიდამო, რომელიც წელიწადის ნებისმეიერ დროს მზად არის უმასპინძლოს აქ მისულ ვიზიტორებს. ამ ადგილიდან უნიკალური ხედები იშლება როგორც რაჭის ქედის, ასევე მდინარე ჯრუჭულას ხეობისა და საჩხერის ქვაბულის მიმართულებით.


ნანახია: 9977-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფლის ტერიტორიაზე არის XIX საუკუნეში რესტავრირებული წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძარი, ტაძარს აქვს გალავანი
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
რუბრიკა 'ჩემი იმერეთი' ამჯერად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საინტერესო ობიექტის შესახებ გიამბობთ.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
ესაძლოა კარსტული მღვიმის ფარდული გამოყენებული ყოფილიყო პრეისტორიულ პერიოდში ადამიანის თავშესაფრად.
იმერეთის ერთ-ერთი საინტერესო ადგილის ისტორია რუბრიკაში 'ჩემი იმერეთი'.
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ააიპ ქუთგანათების სერვისის ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქში არსებულ რვავე უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები დამონტაჟდება.

ამინდი