Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მიზეზები, რის გამოც საქართველოში ოჯახები ინგრევა

თარიღი : 27-07-2018, 15:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სტატიები   
topnews.com.ge
გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბის რი­ცხვმა სა­გან­გა­შო ნიშ­ნულს მი­აღ­წია - ბოლო 5 წე­ლი­წად­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის 46 031 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბია და რე­ა­ლუ­რად მის უკან, შე­საძ­ლოა, ათა­სო­ბით დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხი იყოს, რომ­ლის აღ­რი­ცხვაც ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ­ყოფ­ნის გამო არ ხდე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, 2017 წელს გან­ქორ­წი­ნე­ბის 10 222 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, მა­შინ როცა 2013 წელს ეს რი­ცხვი 8 039 იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ქორ­წი­ნე­ბას, ბოლო 5 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყვე­ლა­ზე ცოტა წყვი­ლი 2017 წელს და­ქორ­წინ­და - 23 684. აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2013 წელს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი იყო - მა­შინ 34 693 წყვილ­მა და­ა­რე­გის­ტრი­რა ქორ­წი­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ კი იმე­რე­თის რე­გი­ო­ნი მო­დის.

ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს გახ­ში­რე­ბუ­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბის მი­ზე­ზი და კი­თხვე­ბით დე­მოგ­რაფ­სა და ფსი­ქო­ლო­გებს მივ­მარ­თეთ.

"გან­ქორ­წი­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კა ნამ­დვი­ლად მზარ­დია. თუ ადრე ყო­ველ 49 ქორ­წი­ნე­ბა­ზე 1 გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­დი­ო­და, ახლა უკვე 2 ქორ­წი­ნე­ბა­ზე ერთი გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­დის. მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­ში ყო­ვე­ლი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბით მთავ­რდე­ბა. ეს არის ძა­ლი­ან ცუდი, ეს მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნებ­ზე და პლი­უს დე­მოგ­რა­ფი­ა­ზე. ამის მი­ზე­ზი კი ძა­ლი­ან ბევ­რია - ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თის არ ეს­მით" - განაცხადა დე­მოგ­რაფ­მა ან­ზორ თო­თა­ძემ.

ოჯა­ხის დან­გრე­ვის მთა­ვარ მი­ზე­ზად ფსი­ქო­ლო­გე­ბი ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას და წინა პლან­ზე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის წა­მო­წე­ვას ასა­ხე­ლე­ბენ. ფსი­ქო­ლო­გი ნანა ჩა­ჩუა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­საც იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც მის პრაქ­ტი­კა­ში მრავ­ლად არის.

„ოჯახ­ში პირ­ველ რიგ­ში არის ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა და ასე­თი ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვაა. მა­გა­ლი­თად, გოგო და ბიჭი ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ, კარ­გი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, შემ­დეგ ჩა­ა­ბა­რეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ერთ ჯგუფ­ში აღ­მოჩ­ნდნენ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე იყ­ვნენ მე­გობ­რე­ბი. შემ­დეგ მო­უ­წი­ათ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სივ­რცის თვალ­საზ­რი­სით გან­ცალ­კევ­და. იგ­რძნეს გარ­კვე­უ­ლი მო­ნატ­რე­ბა, სი­ახ­ლო­ვის მეტი სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ და ამი­ტომ ურ­თი­ერ­თო­ბა ქორ­წი­ნე­ბით და­აგ­ვირ­გვი­ნეს. ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სულ სხვა ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია, რა­საც ხში­რად ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ. შემ­დეგ ჩნდე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბიც...

მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ენა არ ჰქონ­დათ. არ იცოდ­ნენ და­ლა­პა­რა­კე­ბა - რო­გორ გა­მო­ე­ხა­ტათ თა­ვი­ან­თი გან­ცდა. მა­გა­ლი­თად, სის­ტე­მა­ტი­უ­რად ეუბ­ნე­ბო­და ცოლი, რა­ტომ აგ­ვი­ა­ნებს და სად არის?! კაცი კი ისეთ სამ­სა­ხურ­ში იყო, რომ მო­ი­თხოვ­და და­მა­ტე­ბით ყოფ­ნას, როცა ცოლი ურე­კავ­და, ქმა­რი ბრაზ­დე­ბო­და. რო­დე­საც საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი ხარ და სის­ტე­მა­ტი­უ­რად გი­რე­კავს ტე­ლე­ფო­ნი, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ეს დის­კომ­ფორ­ტს გიქ­მნის. ამი­ტომ კაცი საყ­ვე­დუ­რობ­და, ხშირ-ხში­რად მი­რე­კა­ვო. რა­ტომ და­გაგ­ვი­ან­და, დღე­საც და­გაგ­ვი­ან­დე­ბა? არ აპი­რებ სახ­ლში მოს­ვლას? აი რო­გო­რი სა­უბ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს წყვილს შო­რის, არა­და ამ დროს სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია ქმარ­მა წყნა­რად უთხრას.

კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თი - ცოლ-ქმარს შო­რის მოხ­და უთან­ხმო­ე­ბა. ქმარ­მა ცოლს მი­უ­ტა­ნა ფილ­მის ბი­ლე­თე­ბი და უთხრა, დღეს კი­ნო­ში წა­ვი­დე­თო, ცოლი კი ეუბ­ნე­ბა, კი მაგ­რამ ეს სახ­ლი ურე­მონ­ტოდ რო­დემ­დე უნდა იყოს?! ამ დროს ურ­თი­ერ­თო­ბა შე­დის ჩიხ­ში. ქმარს შე­უძ­ლია ჩიხი გა­აღ­რმა­ვოს ან პი­რი­ქით. თუ ქმა­რი ეტყვის, რომ - აი, რა უმა­დუ­რი ხარ, ეს გა­ვა­კე­თე და შენ რე­ებს მე­ლა­პა­რა­კე­ბი - ურ­თი­ერ­თო­ბა ჩიხ­ში შევა, ხოლო თუ ქმა­რი ეტყვის, რომ შენ რო­გო­რი ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ხარ და რო­გო­რი ოჯა­ხის ქალი ხარ, სულ რომ გახ­სოვს ეს სახ­ლი სა­რე­მონ­ტოა, ამით დამ­თავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

ამ ყვე­ლაფ­რის მა­გა­ლით­ზე გე­უბ­ნე­ბით, რომ ჩვენ პირ­ველ რიგ­ში უნდა ვის­წავ­ლოთ ლა­პა­რა­კი. იმ სი­ტყვებ­ში, რო­მელ­საც ჩვენ წარ­მოვ­თქვამთ, აზ­როვ­ნე­ბის მიერ ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი აზრი დევს, მაგ­რამ ქვე­ტექ­სტი ინ­ტო­ნა­ცი­ა­ში, წი­ნა­და­დე­ბის წყო­ბა­ში დევს. ჩვენ არ ვი­ცით ლა­პა­რა­კი, ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბი­ლე­ბით ვე­სა­უბ­რე­ბით და ვერ ხვდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, თა­ვი­ან­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლა­პა­რა­კით რას გად­მოგ­ცე­მენ“, - გვი­თხრა ფსი­ქო­ლოგ­მა ნანა ჩა­ჩუ­ამ.

ფსი­ქო­ლოგ ლელა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის თქმით კი, ოჯა­ხის დან­გრე­ვის ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვე­ლი ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბაა. მისი თქმით, წლე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ინ­ტე­რესს კარ­გავს, შემ­დეგ კი იკარ­გე­ბა ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მაც.

"ოჯა­ხის დან­გრე­ვის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი არის ის, რომ წყვი­ლი არ არის მზად თა­ნა­ცხოვ­რე­ბის­თვის და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად არ არი­ან მზად ოჯა­ხის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ასა­ღე­ბად. უჭირთ ერ­თმა­ნე­თის­თვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვა და ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მა. გარ­და ამი­სა, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი შვი­ლის აღ­ზრდის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კი, რაც შემ­დეგ ერ­თვე­ბა - მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ არა­მა­ტე­რი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, არის ამის თან­მხლე­ბი.

ერთი წყვი­ლი მო­ვი­და ჩემ­თან, ძა­ლი­ან ადრე შექ­მნი­ლი ოჯა­ხი. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და­კარ­გეს. მარ­თა­ლია გან­ვი­თარ­დნენ, თუმ­ცა სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი უკვე და­კარ­გუ­ლი ჰქონ­დათ. რო­დე­საც ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ინ­ტე­რე­სი იკარ­გე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი აი­სა­ხე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ბა­ბი, თუნ­დაც სახ­ლში პრო­დუქ­ტე­ბის არ­მი­ტა­ნა ან არ­და­ლა­გე­ბა, ხდე­ბა ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი. რო­დე­საც წყვილს აქვს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და აქვთ ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი, ყვე­ლა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა გა­და­უ­ლა­ხავთ მათ შო­რის, ღა­ლა­ტიც კი. ამ შემ­თხვე­ვა­ში არ არ­სე­ბობს პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც წყვილ­მა ვერ გა­და­ლა­ხა. ამი­ტომ პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ და­კარ­გოს" - გა­ნა­ცხა­და გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის დან­გრე­ვის ერთ-ერთ ფაქ­ტო­რად ფსი­ქო­ლო­გი ლიკა თუ­შიშ­ვი­ლი არას­წორ არ­ჩე­ვანს ასა­ხე­ლებს.

"გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბი ბევ­რი ფაქ­ტო­რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, პირ­ველ რიგ­ში - ეს არის ის, რომ მე­უღ­ლე­ებს ერ­თმა­ნე­თის არ ეს­მით, ვერ უგე­ბენ და არც ცდი­ლო­ბენ რომ გა­უ­გონ და რო­მე­ლი­მე მხა­რე დათ­მო­ბა­ზე წა­ვი­დეს. პი­როვ­ნუ­ლა­დაც არ იც­ნო­ბენ ისე, რო­გორც სა­ჭი­როა, არ აქვთ ამის დრო, ყვე­ლა თა­ვი­სი რუ­ტი­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. საქ­მე­ებ­ზე არი­ან გა­დარ­თუ­ლე­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის, სიღ­რმი­სე­უ­ლი, ჭეშ­მა­რი­ტი კონ­ტაქ­ტის­თვის დრო არ რჩე­ბათ.

ასე­ვე ყვე­ლა­ზე ხში­რია არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნი. ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს. მე­უღ­ლე­ებს შო­რის შე­უ­სა­ბა­მო­ბა არის გან­ქორ­წი­ნე­ბის ხში­რი ფაქ­ტო­რი. ბავ­შვებს სჭირ­დე­ბათ ჯან­სა­ღი ველი და სი­ტუ­ა­ცია. კონ­ფლიქ­ტე­ბი ძა­ლი­ან ცუდ ფსი­ქო­ლო­გი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შვებ­ზე. ყვე­ლა­ზე კარ­გია, რომ მა­ნამ­დე გა­იც­ნონ ერ­თმა­ნე­თი და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­რონ ერ­თმა­ნეთ­თან", - განაცხადა თუ­შიშ­ვილ­მა.

ambebi.ge


ნანახია: 2355-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოფლი კა­ნის ზე­და­პი­რი­დან ორ­თქლდე­ბა და ორ­გა­ნიზმს აგ­რი­ლებს. კა­ნის სხვა­დას­ხვა უბა­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად
11 წლის თეკ­ლა ჯა­ოშ­ვი­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შ­ვია. ის ფე­ნო­მე­ნუ­რი ნი­ჭი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი.
ტყი­ბულ­ში დღეს დი­ლით ქვა­ნახ­ში­რის ღია მო­პო­ვე­ბის კა­რი­ერ­ზე ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი მუშა 27 წლის სან­დრო ბუ­ცხრი­კი­ძე
პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა და სეს­ხის წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი
დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე მო­ზარ­დე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და შვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პი­რად
პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა 2018 წლის 1 იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და და ეტა­პობ­რი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.
დათო ლიკლიკაძე საკვირაო რუბრიკაში 'ჩემი აზრით' გირჩევთ:

ამინდი