Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია მოქალაქეებს ზაფხულის ბოლომდე კინოჩვენებებს სთავაზობს

თარიღი : 27-07-2018, 13:22 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ორგანიზებით, საზაფხულო კინოჩვენებების ფარგლებში, ქუთაისის კულტურის ცენტრში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კინოჩვენება მოეწყო.

კინოჩვენებას უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საზაფხულო სკოლის სტუდენტები დაესწრნენ. მათთვის მსოფლიო კინემატოგრაფიიდან თემატურად შეირჩა ჩარლი ჩაპლინის ფილმი -"დიდი ქალაქის ჩირაღდნები“, რომელიც ამერიკის 20-30 იანი წლების პერიოდს ასახავს. ფილმის დასრულების შემდეგ სტუდენტებთან დისკუსია გაიმართა.

ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის - რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი სახლის "ჯარისკაცის მამის" ინიციატივით, ქართული კინოს 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისის კულტურის ცენტრსა და შემოქმედებით სახლში კინოჩვენებები ივლისის თვეში პერმანენტულად მიმდინარეობს. ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

აღნიშნული კინოჩვენებების ფარგლებში, გაერთიანების ორგანიზებით რამდენიმე საქველმოქმედო ჩვენებაც მოეწყო მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის.

საზაფხულო კინოჩვენებები კულტურის გაერთიანების ორგანიზებით, ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.


ნანახია: 729-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის კულტურის ცენტრში ქართული ფილმების რეტროსპექტივა დაიწყო, რომელიც ქართული კინოს 110 წლის იუბილეს ეძღვნება.
საბრძოლო დიდების მუზეუმში ღონისძიების დასრულების შემდეგ, 14:00 სთ-ზე გაერთიანებისვე ორგანიზებით, ფილმის 'ჯარისკაცის მამა' ჩვენება
ღონისძიება ა(ა)იპ 'ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების' ფილიალის მოსწავლე-ახალგაზრდობის
საქველმოქმედო აქცია კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით უკვე მეორე წელია ტარდება.
გაერთიანების მმართველი და თანამშრომლები ქუთაისის ოპერის თეატრში გამართულ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვნენ.
მიმდინარე წლის 27 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით ქუთაისში, 'ზაფხულის საღამოების' ფარგლებში უფასო კინოჩვენებები მოეწყობა.
დათო ლიკლიკაძე საკვირაო რუბრიკაში 'ჩემი აზრით' გირჩევთ:

ამინდი