Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ კორპუსს ქუთაისის მერია სახურავს ერთ თვეში გადასცემს

თარიღი : 19-07-2018, 17:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დაზარალებული კორპუსის მოსახლეობას ქალაქის მერია გადასახურ მასალას შეუძენს.

მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის თქმით, საუბარი დაახლოებით 45 000 ლარზე, რაც სახურავის გარეშე დარჩენილი კორპუსის გადახურვისთვის დაიხარჯება.
როგორც არაბიძე ამბობს, ამ დროისათვის საკითხთან დაკავშირებით ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 1/6 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი ერთ-ერთია, რომელიც ხანძარმა გაანადგურა. ხანძარი საცხოვრებელ ბინაში 8 ივლისის საღამოს გაჩნდა და როგორც მოსახლეობა განმარტავს, მალე ცეცხლი მთელ სახურავს მოედო. დაიწვა სხვენი და ახლა ბინა გადახურვის გარეშეა დარჩენილი. ხანძრის ჩასაქრობად გამოყენებულმა წყალმა კი კორპუსის ორივე სართულზე ჩაჟონა. წყლითაა გაჟღენთილი კედლები და იატაკი, დაზინებულია ელექტროტექნიკა და ავეჯი.

მოსახლეობის განცხადებით, ხანძრის ჩასაქრობად გამოძახებულმა სახანძრო სამსახურმა დააგვიანა.

„ზესტაფონის სახანძრომ მოასწრო ქუთაისს. ქუთაისი გამოძახების შესვლის შემდეგ იღებდა წყალს რიონზე,“ - აცხადებს მოსახლეობა.


ნანახია: 520-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 1/6 ნომერში მდებარე საცხვორებელი კორპუსი ერთ-ერთია, რომელიც ხანძარმა გაანადგურა.
საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ცეცხლი გაზის მილს წაეკიდა. ხანძრის შედეგად საცხოვრებელ ბინაში ჭერი და კედლები გაირუჯა.
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძრის შედეგად, მოქალაქე დავით ასათიანის საცხოვრებელი ბინა დაიწვა. ოთხსართულიანი საცხოვრებელი
დათო ლიკლიკაძე საკვირაო რუბრიკაში 'ჩემი აზრით' გირჩევთ:
2019 წელს პარლამენტი სრული დატვირთვით თბილისში იმუშავებს.

ამინდი