Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მამაკაცმა ორჯერ გაუშვა ცოლი, რადგან ეგონა, რომ ცოლი უშვილო იყო, სინამდვილეში პრობლემა თვითონ ჰქონდა,'- რა იწვევს უშვილობას მამაკაცებში?

თარიღი : 14-07-2018, 21:30 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხშირ შემთხვევაში წყვილის უნაყოფობის მიზეზად, ქალი განიხილება, თუმცა როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, პრობლემა მხოლოდ ქალში არაა და მიზეზი შეიძლება მამაკაციც იყოს.

„კლინიკა ბომონდი“-ს უროლოგ-ანდროლოგის ზურაბ ჩხეიძის თქმით, მამაკაცებში უშვილობას ძირითადად პროსტატიტები და ვარიკოზი იწვევს. სპეციალისტი თვლის, რომ მამაკაცები პრობლემის თავიდან ასარიდებლად დაუცველ სექსუალურ ცხოვრებას და სიმძიმის აწევას უნდა მოერიდონ.

ზურაბ ჩხეიძის თქმით, არასწორია მიდგომა, როდესაც უშვილობის შემთხვევაში მკურნალობას მხოლოდ ქალი იწყებს.

„ქალი თუ მივა გინეკოლოგთან, მამაკაცი უნდა მივიდეს უროლოგ-ანდროლოგთან. ორივემ უნდა ჩაიატაროს გამოკვლევა და მკურნალობა მოხდეს ერთდროულად,“ - ამბობს ექიმი.

„კლინიკა ბომონდი“-ს უროლოგ-ანდროლოგი ისეთ შემთხვევებსაც იხსენებს, როდესაც უნაყოფობის მიზეზით მამაკაცმა ოჯახი ორჯერ დაანგრია.

„იყო ასეთი შემთხვევაც: მამაკაცმა ორჯერ გაუშვა ცოლი, რადგან ეგონა რომ შვილი ცოლის მიზეზით არ ჰყავდა. მესამე ცოლი რომ მოიყვანა და შვილი მაინც არ შეეძინა, ჩვენთან მოვიდა. გავსინჯეთ პაციენტი და აღმოჩნდა, რომ პრობლემა მას ჰქონდა. გავუკეთეთ ოპერაცია, ვუმკურნალეთ პროსტატიტს და 47 წლის ასაკში მამაკაცს შვილი გაუჩნდა,“- ამბობს ექიმი.

უროლოგ-ანდროლოგი მამაკაცებში უშვილობის მიზეზებზე საუბრისას ერთ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, როდესაც ბავშვს ყბაყურა ბატონები აქვს, მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რადგან ბატონებმა შეიძლება კლაიფილტერის სინდრომი დაუტოვოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვის სათესლე ჯირკვლები იმ ასაკის დონეზე რჩება, რა ასაკშიც ბატონები გამოიარა.

„კარგი შედეგი გვაქვს უშვილობის მკურნალობის კუთხით. ბევრი ოჯახი „კლინიკა ბომონდი“-ს დახმარებით ახალშობილის პატრონი გახდა. კარგი იქნება, თუ წყვილები სპეციალისტების რჩევებს და რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. ჩვენთვის ყველა წარმატებული შემთხვევა, დიდი ბედნიერებაა,“ - ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს უროლოგ-ანდროლოგი.


ნანახია: 1733-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'კლინიკა ბომონდი'-ს მეან-გინეკოლოგი ნინო რამიშვილი იმ საკითხებზე გვესაუბრება, რასაც ქალმა და მამაკაცმა ყურადღება დაოჯახებამდე,
კლინიკა 'ბომონდი' ახალბედა მშობლებს დახმარებას სთავაზობს.
ექიმობისათვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. მიღებული აქვს ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელი და არაერთი სიგელი წარმატებული
კლინიკის მედიკოსები სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ადგილზე მოახდენენ მოქალაქეთა გასინჯვას და მათთვის კონსულტაციის გაწევას.
'კლინიკა ბომონდი'-ს პედიატრიული დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს პატარებისთვის.
შემთხვევა სოფელ გეგუთში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მოხდა.
საერთო ჯამში, მოწამვლის დიაგნოზით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს.

ამინდი