ძლიერი წვიმების გამო, სინოპტიკოსები მდინარეებზე წყლის დონის მატებას და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას პროგნოზირებენ
თარიღი : 14-07-2018, 13:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პრპგნოზით, 14 – დან 17 ივლისამდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს," - აცხადებენ სააგენტოში.