Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში ძაღლი სადისტურად მოკლეს

თარიღი : 13-07-2018, 19:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში ძაღლი სადისტურად მოკლეს. ამის შესახებ ზვიად ზალიკიანი სოციალურ ქსელში წერს.

ზალიკიანის თქმით, ძაღლი, სახელად როკი, მას ჰყავდა შეფარებული და ცხოველს პატრნონობდა, თუმცა ზალიკიანი აქვე აღნიშნავს, რომ მეზობლებს ძაღლი არ მოსწონდათ და მის გაშვებას მოითხოვდნენ.

"ზესტაფონში ერთი ძაღლი გვყავდა შეფარებული ეზოში. ჩავდიოდი, ძაღლის საკვებს ვყიდულობდი და ვპატრონობდი. ჩემი არყოფნის დროს კი ჩემი ოჯახის წევრები უვლიდნენ. მეზობლებს არ მოწონდათ და ასჯერ ვეჩხუბე, ვერაფერი გავაგებინე. პატრულში დარეკეს და წაიყვანეს ძაღლი ქუთაისის თავშესაფარში. იქ ყურზე საყურე და კასტრაცია გაუკეთეს და როგორც იქნა, დავიბრუნეთ როკი. მერე ცემეს კიდეც მეზობლებმა, ჩემებმა მოუარეს და ფეხზე დააყენეს. ფოტო ან ვიდეო მასალა არ გვქონდა და ვერაფერს ვაკეთებდით. ჩემს დას ნანახი აქვს, პატრულთან ერთად დააპირა მერიის თანამშრომელმა ძაღლის ცემა ამ დიდი გარჩევის მერე, მაგრამ პატრულს არც შეუმჩნევია. აქეთ გვაწვებოდა. ვინც ცემა, იმის მიმართ აგრესიული გახდა, თუმცა არასდროს არავისთვის უკბენია. დღეს ბებია მირეკავდა და ვერ ვუპასუხე. მომწერა, როკი მოკლესო. ვიღაცა არაკაცმა, რომლის ვინაობაც ცნობილია, მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში და არავისთვის არაფერი დაუშავებია. პატრული ჩემებს ეუბნება, ხალხს კბენდა და მოსაკლავიაო," - წერს ზალიკიანი.


ნანახია: 405-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხუსკივაძის თქმით, ის სანადიროდ მიდიოდა, როდესაც ძაღლი გაეკიდა. ამიტომ სანადირო თოფით კავკასიური ნაგაზი დაჭრა. ნადირობიდან
თავშესაფარში ძაღლი მარცხენა თვალის დაზიანებით შეიყვანეს.
რამდენიმე საათიანი უშედეგო ძებნის შედეგად, დაკარგული ბავშვის მეზობლებმა დახმარება სამართალდმაცველებს სთხოვეს
თვითმხილველების განცხადებით, ძაღლი მესერს გადმოახტა და 9-დან 11 წლამდე 3 ბავშვი დაკბინა. პატარების განმარტებით, ეს პირველი
ძაღლი მდინარეში ე.წ. ჯაჭვის ხიდის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ქუთაისში 1 500-მდე მაწანწალა ძაღლია.
შემთხვევა სოფელ გეგუთში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მოხდა.
საერთო ჯამში, მოწამვლის დიაგნოზით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს.

ამინდი