Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მეთოდი, რომლის საშუალებით ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ

topnews.com.ge
ყველა ქალი ოცნებობს იმაზე, რომ ნებისმიერ ასაკში ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. აღნიშნულის მიღწევის გზას კი ბიორევიტალიზაცია წარმოადგენს.

ესთეტიკურ ცენტრ „ადელის“ ხელმძღვანელი, ექიმი და დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი ნანა მოძღვრიშვილი ბიორევიტალიზაციის პროცედურასა და მის შედეგებზე გვესაუბრება.

„ბიორე-კანის ბუნებრივი გზით გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აპრობირებული მეთოდია. ამ დროს კანის ზედაპირულ და ღრმა შრეებში ხდება ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების, მათ შორის უმთავრესი-ჰიალურონის მჟავის შეყვანა როგორც ინვაზიური (ინექციის გზით), ასევე არაინვაზიური მეთოდით, უმტკივნეულოდ,“- ამბობს ექიმი.

აღსანიშმნავია, რომ ჰიალურონის მჟავას მიმართ მეცნიერებს ინტერესი შემთხვევით არ გასჩენიათ. ის კანის უმთავრესი შემდგენელი ნივთიერებაა. ასაკის მატებასთან ერთად კი მისი რაოდენობა იკლებს. ჰიალურონის მჟავას ერთი მოლეკულა კანის ზედაპირზე წყლის 200-დან 500-მდე მოლეკულას აკავებს, რაც კანის ბუნებრივ დატენიანებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ ჰქვია მეთოდს ბიორევიტალიზაცია.

„ბიორევიტალიზაციას აქვს ძლიერი დამატენიანებელი ეფექტი. იცავს კანს გაუწყლოებისგან. შედეგად კანი ხდება მეტად გლუვი და ელასტიური. გარდა ამისა, უმჯობესდება კანის ფერი და მისი სტრუქტურა, ფერკმრთალდება პიგმენტური ლაქები, მცირდება წვრილი ნაოჭების რაოდენობა და ფერხდება კანის დაბერების პროცესი,“ - ამბობს ნანა მოძღვრიშვილი.

ქუთაისში არსებული ესთეტიკური ცენტრი „ადელი“ კანთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავს. ესთეტიკური ცენტრი „ადელი“ პაციენტებს ისეთ მომსახურებას სთავაზობს, როგორიცაა: სახის წმენდა, ნაოჭების მოშორება, კანის გაახალგაზრდავება და სახის მასაჟი.

"ადელი" ქუთაისში, თბილისის ქუჩა N82-ში მდებარეობს. ექიმ, დერმატოლოგ-კოსმეტოლოგ ნანა მოძღვრიშვილთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ტელეფონზე: 597 673 399.

ჩვენ ვიცით, რა ჭირდება თქვენს კანს!


ნანახია: 547-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უკრაინაში წარმატებული კარიერის მიუხედავად, სამშობლოში დაბრუნება და მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში გამოყენება
ესთეტიკური ცენტრის გახსნას ის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ, რომლებიც საკუთარ სილამაზეზე ზრუნვას და კანის მოვლას ნანა მოძღვრიშვილს
თანამედროვე კოსმეტოლოგიას კანის პრობლემების გადასაჭრელად უზარმაზარი არსენალი გააჩნია.
თუ თქვენ ახალბედა დედა ხართ და თუ თქვენი პატარის მოვლამ კანის სიმშრალე გამოიწვია, ჩვენ ვიცით თუ როგორ უნდა დაეხმაროთ თქვენს კანს:
კლინიკის დირექტორის ვერა ბედინაშვილის თქმით, აქცია სახის კანის დიაგნოსტიკას, ექიმთან კონსულტაციას, შესაბამისი მკურნალობის
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი