Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ძილის დეფიციტი უყურადღებობასა და დაბნეულობას 5-ჯერ ზრდის

თარიღი : 23-06-2018, 16:30 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ძილის დეფიციტი, საზოგადოდ, ბევრი პრობლემის პროვოცირებას ახდენს. ძილის ნაკლებობა განსაკუთრებით ცუდად აისახება ყურადღების კონცენტრაციასა და ქცევით რეაქციებზე - დაადგინეს ამერიკელმა მეცნიერებმა. საინტერესო კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია გამოცემაში - Proceedings of the National Academy of Sciences.

მეცნიერებმა კონკრეტულად გაარკვიეს, რომ კონცენტრაციის უნარის ვარდნა განპირობებულია უშუალოდ ძილის დეფიციტით და არა გადაჭარბებული ღვიძილით, როგორც ეს საზოგადოდ ეგონათ.

"ძილი საჭიროა ორგანიზმისთვის სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის, მაგალითად, იმისათვის, რომ ნორმაში მოვიდეს ნეირონთა მეტაბოლური წონასწორობა, მოხდეს ნეირონული ქსელების რეორგანიზება და ზედმეტი სინაფსებისგან გათავისუფლება. ძილის დროს სწორედ ამ გზით ხდება მყარი, ხანგრძლივი მეხსიერების ფორმირება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ძილი პროდუქტიული და შედეგიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ხანგრძლივობა სულ მცირე 7 საათს მაინც მოიცავს. ეს კი, თანამედროვე ყოფაში, მოგეხსნებათ, ფუფუნებაა", - აცხადებს კვლევის ავტორი ელიზაბეტ კლერმანი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის წამყვანი სპეციალისტი.

480 მოხალისეზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მუდმივად გამოუძინებლობა 2-ჯერ ახანგრძლივებს ადამიანის რეაქციის დროს და 5-ჯერ ზრდის უყურადღებობას.

mkurnali.ge


ნანახია: 529-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძილის მსოფლიო დღის მიზანია საზოგადოებას შეახსენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძილი ჯანმრთელობისათვის და როგორ უნდა
კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
იაპონელი მეცნიერების აზრით, ღამის კოშმარებთან ბრძოლა საჭირო და შესაძლებელია.
ტვინის დაბერებას აჩქარებს მისი დატვირთვის შემცირება ანუ აქტივობის შენელებაც, ამიტომ საჭიროა გონების მუდმივი ვარჯიში - რთული
იტალიელმა მეცნიერებმა მრავალწლიანი კვლევით აჩვენეს, რომ ასაკოვანი პირები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ შოკოლადს, ბევრად უფრო
თურმე, იმისათვის რომ ტვინი ბედნიერებისკენ განვაწყოთ, ცხოვრებით ტკბობა და ყველა დღით გახარება შევძლოთ, უპირველეს ყოვლისა,
ელისაშვილის თქმით, ქუთაისში ხალხმა მასობრივად აქციები, რომ გამართოს მხარისა და ქალაქის პირველი პირები იძულებულები იქნებიან, რომ მოსახლოებას 24 საათიანი წყალი
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი