Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"კულტურის სამინისტროს გაუქმება სიკვდილის ტოლფასია"

topnews.com.ge
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი ენდი ძიძავა კულტურისა და განათლების სამინისტროების შესაძლო გაერთიანებას ეხმაურება. მსახიობის თქმით, კულტურის სამინისტროს გაუქმება ხელოვანებისათვის სიკვდილის ტოლფასია. ენდი ძიძივა მსახიობებს და კულტურის სფეროს წარმომდგენლებს, გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

"ჩემს აქაურ ფრენდებს მივმართავ. ან არ გესმით რა ხდება, ან არადა სრულებით არ გაღელვებთ ქართული კულტურა, რომელიც სულდაღაფული მოდის ათეული წელია. ან არ იცით, ან კიდევ ”გკიდიათ” ქართული კულტურა, როლმის სინთეზიც ბევრ რამეს მოიცავს. სრულებით ვერ ხვდებით, რომ აქამდე ჩვეულებრივ მოწყალების ხელით გაშვერილები ქართველი ხელოვანები ქმნიდნენ იმას,რასაც ქმნიან მშივრები და მადლიერების ნაცვლად ”აქაური ვიგინდარები” აქილიკებდნდნ მათ. ნეტავ იცოდეთ რის ფასად იქმნება მაგალითისათვის თითოეული სპეკტაკლი. ნეტავ იცოდეთ რა ყოფაშია ქართული თეატრი. კულტურის სამინისტროს გაუქმება სიკვდილის ტოლფასია. როგორ ვერ ხვდებით? მიკვირს ჩემი კოლეგების დუმილი,"- წერს მსახიობი ენდი ძიძავა სოციალურ ქსელში.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. თუმცა სამინისტროების შემცირება მომდევნო დღეებში არ მოხდება. ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდება, რაც პარლამენტი სამთავრობო გეგმას მხარს დაუჭერს.


ნანახია: 2009-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტურ ადგილზე სამი კანდიდატურა იყო წარდგენილი: ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ამჟამინდელი
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე განაცხადი ექვსმა კანდიდატმა შეიტანა. მათგან სამი - ენდი ძიძავა, გიორგი შალამბერიძე და
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე განაცხადი ექვსმა კანდიდატმა შეიტანა.
ამ წუთებში ქუთაისის თეატრის მსახიობები კულტურის მინისტრს სამხატვრო ხელმძღვანელის საკითხზე ხვდებიან.
რეჟისორ გიორგი სიხარულიძის მიერ დადგმული სპექტაკლის პრემიერა 2017 წლის 27 სექტემბერს შედგა.
მსახიობები ამბობენ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი ღირსეული პიროვნება უნდა იყოს.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ბაღდათის ერთ-ერთი სოფლის (სოფლის სახელს სააგენტო შეგნებულად არ ასახელებს)
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ამინდი