Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის სოფელ სვერში მღვიმეში ჩამსვლელ სპელეოლოგებს მოსახლეობის მიერ მღვიმეში ჩაყრილმა ბასრმა საგნებმა აღჭურვილობა დაუზიანა

თარიღი : 19-06-2018, 21:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
ჭიათურის სოფელ სვერში არსებულ უნიკალურ მღვიმეში საერთაშორისო ექსპედიცია ჩავიდა.

გასულ წელს, საველე მუშაობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სტუდენტური პროექტის საექსპედიციო ჯგუფმა მოსახლეობისგან შეიტყო ინფორმაცია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში, ცნობილ კოტიასკლდის მღვიმის სამხრეთით, 500 მეტრის მოშორებით, იყო კლდე, სადაც წყლის ხმა ისმოდა. ჭიათურელმა სპელეოლოგებმა გია ციცვიძემ და ლადო მუმლაძემ ჭიათურის სოფელ სვერში არსებული, "დათას ჭად“ წოდებული ახალი სპელეოობიექტი დალაშქრეს, რომლის შესახებაც სამეცნიერო წყაროებში და კარსტული რელიეფის კადასტრში არანაირი ინფორმაცია არ იყო. ექპედიციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი ხელმძღვანელობდა.

15-18 ივნისს "საქართველოს სპელეო კლუბის" მოწვევით ჭიათურაში იმყოფებოდნენ პოლონელი სპელეოლოგები, მათ მიერ ქართველ სპელეოლოგებთან ერთად გაიზომა კარსტული ჭის რთული მღვიმური სისტემა, 40 მეტრიანი კარსტული ჭის ბოლოს მღვიმეში გაედინება ნაკადი, არის საინტერესო ნაღვენთი ფორმები: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სტალაგნატები, მიწისქვეშა ტბები, გაედინება მიწისქვეშა მდინარე. კომპლექსური კვლევითი ექსპედიციის შედეგად მოხდა ბუნებრივი გვირაბების შესწავლა, აგრეთვე მოხდა გამავალი ნაკადის შესწავლა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პირველად მოხდა კარსტული რელიეფის მიწისქვეშა წარმონაქმნის ჯამური აგეგმვა, ფოტო და ვიდეო ფიქსაცია, მარკირება. შესწავლილი იქნა გვერდითი განშტოებები. მღვიმური სისიტემის ჯამური სიგრძე დაახლოებით 3000 მეტრს შეადგენს.

"მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მასშტაბური სამუშაოების შედეგად დასუფთავდა "დათას ჭის“ კარსტული მღვიმე, სპელეოლოგების დახმარებით ამოტანილი იქნა რამდენიმე ათეული ტომარა ნარჩენი და გაკეთდა შესაბამისი საინფორმაციო ბანერი მღვიმის ჩასასვლელთან, იგი კვლავ ბინძურდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. მღვიმეში გადაყრილი სხვადასხვა ბასრი საგნის გამო (რკინა, შუშა, სამშენებლო ნარჩენები) საერთაშორისო ექსპედიციის წევრებს დაუზიანდათ სპელეოაღჭურვილობა (კარსტულ ჭაში ჩასასვლელი თოკი) და გადაურჩნენ 30 მეტრი სიმაღლიდან მღვიმეში ჩავარდნას. საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რათა მოხდეს ამ უნიკალური მღვიმური წარმონაქმნის გაფრთხილება და დაცვა," - ამბობს გიორგი დვალაშვილი.


ნანახია: 2640-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პირველად მოხდა კარსტული რელიეფის მიწისქვეშა წარმონაქმნის ფოტო და ვიდეო ფიქსაცია, მარკირება.
კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები პოპულარიზაციას უწევდა სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმართულებას.
კარსტული მღვიმეები უნდა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმიეს, მღვიმეს ექსპედიციის წევრების გადაწყვეტილებით ეწოდა კაკასხიდის მღვიმე.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ააიპ ქუთგანათების სერვისის ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქში არსებულ რვავე უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები დამონტაჟდება.

ამინდი