Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში, პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილე ახალგაზრდებმა პირი ამოიკერეს

თარიღი : 12-06-2018, 23:14 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურაში, პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილე ახალგაზრდებმა პირი ამოიკერეს. სამი ახალგაზრდა პროტესტის უკიდურეს ფორმას უკვე მეათე დღეა მიმართავს.

ახალგაზრდები ჭიათურის პოლიციის ხელმძღვანელობის გადადგომის გარდა, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაკავებულლი ახალგაზრდისათვის ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, მათ მოთხოვნებს რეაგირება არ მოჰყვა, რის გამოც შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და როდემდე გაუძლებენ, არ ვიცი," - ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილის ძმა დათო ჭუმბურიძე.

შემთხვევა, რომელსაც ჭიათურელ ახალგაზრდებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, მიმდინარე წლის 26 მაისს, ჭიათურაში მოხდა.

"26 მაისს ჩემი მეგობრის დედის, მამის და ძმის საფლავი შევმოსეთ ქვით. ცხვარი დავკალით და გვიან, კორპუსის ეზოში გავაგრძელეთ სმა. ავტომატებით მოვიდნენ ჩვენთან პოლიციელები. გასროლის ხმა გაუგონიათ და ეძებდნენ, სად მოხდა გასროლა. ჭიათურის პოლიციის მოადგილე ერთ-ერთ ჩვენგანს თან ელაპარაკებოდა და თან იარაღს აბჯენდა ყელზე. მან უთხრა, იარაღი გაწიე, ნუ მადებო. პოლიციის უფროსის მოადგილემ უპასუხა: იარაღს კი არა, სხვა რამესაც დაგადებო. სხვა რამეში მამაკაცის სასქესო ორგანო იგულისხმა. ჩვენმა მეგობარმა უპასუხა სხვა რამე დედაშენს დაადეო და დაიწყო ჩხუბი. ჭიათურის პოლიციის უფროსის მოადგილემ მთელი საპატრულო და სამხარეო პოლიცია მოიყვანა. 9 კაცი მიგვცეს პასუხისგებაში," - ამბობს თემურ ციცვიძე.

პოლიციასთან დაპირისპირებული ახალგაზრდებიდან 8-ს ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით აქვს წაყენებული, ხოლო მეცხრეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.


ნანახია: 457-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თემურ გოშაძე თავს უდანაშაულოდ თვლის და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის აქციას აცხადებს.
შიმშილობის აქციას ის ახალგაზრდების მართავენ, რომლებიც თვლიან, რომ ჭიათურის პოლიცია მათ უსამართლოდ მოექცა.
შემთხვევა, რომელსაც ჭიათურელ ახალგაზრდებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, მიმდინარე წლის 26 მაისს, ჭიათურაში
ჭიათურაში, პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით ახალგაზრდების შიმშილობა მეთორმეტე დღეა მიმდინარეობს.
ჭიათურის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძისა და მისი მოადგილის მიხეილ გიგაურის ჭიათურიდან წასვლა ახალგაზრდებმა მას შემდეგ
აქციის მონაწილეები პატიმრობაში მყოფი მამაკაცის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ
ქუთაისის ყველაზე მსხვილი უფასო სასადილო ხვალიდან ბენეფიციარებს ვეღარ მიიღებს. 650 ადამიანი კი სავარაუდოდ, საკვების გარეშე დარჩება.
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის

ამინდი