Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელ ფარცხანაყანებში, 23 წლის გოგონას გარდაცვალებაში ეჭვმიტანილი მძღოლი პოლიციას ჩაბარდა

თარიღი : 9-06-2018, 22:27 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანებში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პირი პოლიციას ჩაბარდა.

ავარიას სოფელ ფარცხანაყანების მკვიდრის, 23 წლის ვერონიკა ფახაკაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახლგაზრდა გოგონას დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი დაეჯახა და გაიტანა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, გოგონა კი შემთხხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ამ დროისათვის ეჭვმიტანილი დაკავებულია. იგი საკუთარი ფეხით ჩაბარდა პოლიციას, თუმცა როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაშავებული გოგონა შემთხვევის მომენტში ისე მიატოვა, რომ მისი მდგომარეობით არ დაინტერესებულა.

"ტყვიასავით ჩაგვიქროლა,"-აცახადებენ თვითმხილველები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამ წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.


ნანახია: 3684-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან მძღოლი მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
თვითმხილველების თქმით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. ქვეითად მოსიარულეების გარდა ის კიდევ ორ
თვითმხილველების განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
'კლინიკა ბომონდი' პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი
პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება.

ამინდი