Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჯრუჭის მონასტერს, რომელიც მიწისძვრამ ნანგრევებად აქცია, რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თარიღი : 9-06-2018, 14:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერეში ჯრუჭის მონასტრის რეაბილიტაცია იწყება. პროექტი გარდამავალია და 2 წლიანი სამუშაოების შესასრულებლად სატენდერო ღირებულება 685 000 ლარს შეადგენს.

ჯრუჭის მონასტერი X-ე საუკუნეშია დაარსებული და ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. საყოველთაოდაა ცნობილი ჯრუჭის სახარება (ოთხთავი), რომელიც ქართული კალიგრაფიის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს და დაცულია საქართველოს კორნელი კეკეკლიძის სახელობის ხელნაწერთა სახელმწიფო ინსტიტუტში. 1991 წელს მომხდარმა მიწისძვრამ მონასტერი ნანგრევებად აქცია. მონასტრის აღდგენა როგორც კულტურული, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი იქნება სრულიად საქართველოსათვის და თითოეული საჩხერელისთვის.

"საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ხვანის გადასახვევიდან სოფელ ლიჩის ცენტრამდე გზის რეაბილიტაციაზე გამოაცხადა. 4 725 024 ლარი ევროპის საინვესტიციო ბანკმა გამოყო. სამუშაოების ხანგრძლივობა 360 დღეა და 11,6 კმ. გზაზე რკინა-ბეტონის გზის საფარი მოეწყობა, რაც ასევე წყალამრიდი მილების, ეზოში შესასვლელების, გაბიონების, სანიაღვრე არხების, თვალამრიდისა და მიერთებების მოწყობასაც ითვალისწინებს. ახალი გზით ისარგებლებს ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ სოციალურ ეკონომიურ მდგომარეობას,"-აცხადებენ საჩხერის მერიაში.


ნანახია: 783-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღორეშა-ბაზალეთის ინფრასტრუქტურული პროექტი გზაზე ცემენტბეტონის, სანიაღვრე არხებისა და წყალამრიდი მილების მოწყობას ითვალისწინებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ
მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურაც.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 20 ივნისს გამოაცხადა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
'კლინიკა ბომონდი' პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი
პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება.

ამინდი