Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2019 წლიდან მევახშეებს მარყუჟს მოუჭერენ

თარიღი : 9-06-2018, 13:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2019 წლიდან მევახშეების რეგულაცია დაიწყება და ეროვნული ბანკი მათაც შეზღუდავს.

თუ დღემდე კერძო პირები კონკრეტულ თანხას თვეში, საშუალოდ, 10%-ად გასცემდნენ, მომდევნო წლიდან სესხის პროცენტი გაუნახევრდებათ. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ახალ რეგულაციაზე ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი მუშაობს. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ მათი ინიციატივა შედეგს გამოიღებს და რეგულაცია მხოლოდ ფურცელზე დაწერილ კანონად არ დარჩება.

სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივას, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებს, რომლებიც 20-ზე მეტ პირზე გასცემენ სესხებს, ვალდებულება ექნებათ, დარეგისტრირდნენ ეროვნულ ბანკში. თუკი აღმოჩნდება, რომ რომელიმე ადამიანი ან პირთა ჯგუფი ახორციელებს თანხის გასესხებას და არ აქვს რეგისტრაცია, ამასთან დაკავშირებით სათანადო უწყებებს ინფორმაცია მიეწოდება და მათი მოვალეობა იქნება, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ.

“2017 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო საკმაოდ დიდი კანონპროექტი და ამ კანონპროექტში ერთ-ერთი პუნქტი ეხება მსესხებლების უფლებების დაცვას. 2019 წლის პირველი იანვრიდან ეროვნული ბანკი სწორედ მათი უფლებების დაცვას შეუდგება. ზოგადად, ჩვენ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ვმუშაობთ საფინანსო სექტორში, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შეეხება კონკრეტულად მსესხებლებს. დამატება, რომელიც ახლა კეთდება, ზუსტად ამ მიმართულებით იგეგმება.

ყველამ იცის, რომ, გარდა იურიდიული პირებისა და მეწარმეებისა, არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც საკრედიტო საქმიანობას ეწევიან და სწორედ ამ კუთხით არის ნაბიჯი გადადგმული, რომ მოხდეს მსესხებლების უფლებების დაცვა იმ პრინციპებით, რომლებიც გვაქვს შემუშავებული.

რაც შეეხება კონტროლს, იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება, რომ რომელიმე ადამიანი ან პირთა ჯგუფი ახორციელებს გასესხებას და არ აქვს რეგისტრაცია, ინფორმაცია მიეწოდება სათანადო უწყებებს ამასთან დაკავშირებით და მათი მოვალეობა იქნება, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ”, -განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის ინიციატივას ემხრობა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი. მისი თქმით, როგორც სებ-ს, ასევე ფინანსთა სამინისტროს შეეძლო მსგავსი ინიციატივით ადრე გამოსულიყვნენ, თუმცა იმედს იტოვებს, რომ დღეს მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი შედეგს გამოიღებს.

“როდესაც პირი ან ორგანიზაცია დაკავებულია კრედიტის გაცემით ყველანაირ ლოგიკაში ჯდება, რომ ეს საქმიანობა მოაწესრიგოს ეროვნულმა ბანკმა, შესაბამისად, ეს ინიციატივა უფრო ადრე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ახლა დაწყებული ცვლილება და ამ საკითხზე აქტიური მუშაობა დროულია.

ამჯერად ეს არის სწორი პოლიტიკა, რომელიც ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იგეგმება. პირადად მე კითხვები და შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს. ეს მიდგომა არის კომპლექსური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ტარდება შესაბამისი ორგანოების მხრიდან”, – განუცხადა “რეზონანსს” გვიდიანმა.

კერძო გამსესხებლები საფინანსო ბაზარზე თავიანთ წესებს ადგენდნენ, რაც უნდა დარეგულირებულიყო ჯერ კიდევ წლების წინ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს – “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე იმედოვნებს, რომ სებ-ისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწყებული ცვლილება შედეგს გამოიღებს და ახალი რეგულაცია მხოლოდ ფურცელზე მიღებულ კანონად არ დარჩება.

“ამ მიმართულებით რომ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომაც, ეს კარგია. მევახშეობა იყო სრულიად უკონტროლო და თავის ნებაზე მიშვებული ბაზარი, სადაც კერძო პირები თავიანთი დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. ვფიქრობ, მკაცრი კონტროლი და ადმინისტრირებაა საჭირო, რადგან კერძო გაემსესხებლები გამოირჩეოდნენ იმით, რომ სუსტი წერტილი ეპოვათ კანონმდებლობაში და ისე განეხორციელებინათ თავისი საქმიანობა. შესაბამისად, იმისთვის, რომ რეგულაციამ რეალურად იმოქმედოს, ამას სჭირდება მკაცრი ადმინისტრირება.

იმედს ვიტოვებ, ეროვნული ბანკი და ყველა ის უწყება, რომელიც პასუხისმგებლობას ინაწილებს, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. მგონია, რომ ეს ნამდვილად შედეგის მომტანი რეგულაცია იქნება და არ დარჩება მხოლოდ ფურცელზე”, – განუცხადა “რეზონანსს” კეპულაძემ.

დღემდე კერძო პირები კონკრეტულ თანხას თვეში, საშუალოდ, 10%-ად გასცემენ (წელიწადში 120%), მომავალში მათ მოუწევთ სხვა პირობებზე დათანხმება. ის ადამიანები, ვინც ამ საქმიანობას ეწევიან და 20-ზე მეტ პირზე გასცემენ სესხებს, უნდა დარეგისტრირდნენ და შესაბამისად, მათზეც გავრცელდება წლიური 50%-იანი მაქსიმალური განაკვეთის ზღვარი. თუკი მევახშეები რეგისტრაციას თავს აარიდებენ და იატაკქვეშეთში დარჩებიან, მაშინ მათ კანონის წინააღმდეგ მოუწევთ წასვლა.


ნანახია: 978-ჯერ

მსგავსი სიახლეები
5 ცვლილება, რომელიც მსესხებლებსა და კრედიტორებს ეხება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბაზარზე სულ კომერციული 19 ბანკი ოპერირებს, თუმცა მათი რაოდენობა უახლოეს პერიოდში 17-მდე,
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
დებულების თანახმად, რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 1-ელი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ელი
კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ ყველა ელოდა, რომ ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალებოდა, მაგრამ ვითარება მოულოდნელად შეიცვალა.
კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობამ 2015 წელს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
'კლინიკა ბომონდი' პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი
პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება.

ამინდი