Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრში აშენებული კორპუსის ნაწილის დემონტაჟის გადაწყვეტილებას არ ცვლის

თარიღი : 9-06-2018, 00:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ცენტრში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი ჯერჯერობით ბოლო 2 სართულ ინარჩუნებს. შპს-მ, რომელსაც სადემონტაჟო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა, აღებული ვალდებულების შესრულებაზე უარი თქვა. ამის მიზეზად "ლ.ს.ნ."- ი სამუშაოების სირთულეს ასახელებს.

„ჩვენ გვევგონა შენობის დემონტაჟი თავიდან ბოლომდე უნდა მომხდარიყო. აღმოჩნდა, რომ უნდა მოგვეხდინა მხოლოდ 6-7 სართულების დემონტაჟი, რაც ჩვენთვის შეუძლებელი იყო. ამიტომაც განვაცხადეთ უარი. თავიდან არ ვიცოდით,, ნანახი არ გვქონდა შენობა. ეჭვი მეპარება, რომ ეს საერთოდ შესაძლებელი იყოს, მით უმეტეს შენობის დაზიანების გარეშე. როცა ხელსაწყოებს აამუშავებენ შენობას და მის მდგრადობას თავისთავად ზიანი მიადგება,"-აცახადებს შპს "ლ.ს.ნ."-ის დამფუძნებელი ირაკლი ხომასურიძე.

დემონტაჟის შემსრულებელი შპს-ეს უარის მიუხედავად, ქუთაიისს მერია და მერიის ზედამხედველობის სამსახური განმეორებით ტენდერის ჩავარდნის შემთხვევაში, შემსრულებელ კომპანიას ტენდერის გარეშე აიყვანენ.

ქალაქის მერიამ ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული 7-სართულიანი კორპუსის ბოლო ორი სართულის დემონტაჟზე ტენდერი მას შემდეგ გამოცხადა, რაც გაირკვა, რომ კომპანიამ "სახლი N1"-მა დაგეგმილი მშენებლობის პროექტი თვითნებურად შეცვალა და ხუთის ნაცვლად შვიდსართულიანი კორპუსი ააშენა.


ნანახია: 1066-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული კორპუსის ზედა ორი სართულის უკანონო დაშენების დემონტაჟზე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში იქნა
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკთან 25-სართულიანი კორპუსი აშენდება.
დემონტაჟის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ბასილაძის განცხადებით, საახალწლო აქსესუარების დემონტაჟი ქალაქის
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკთან 25-სართულიანი კორპუსი აშენდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
'კლინიკა ბომონდი' პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი
პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება.

ამინდი