'მოხდა გულის გაჩერება და 25-დან 30 წუთამდე ვიბრძოდით იმისათვის, რომ გული აგვემუშავებინა,'-იშვიათი შემთხვევები ქუთაისელი რეანიმატოლოგების საქმიანობიდან
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მოხდა გულის გაჩერება და 25-დან 30 წუთამდე ვიბრძოდით იმისათვის, რომ გული აგვემუშავებინა,'-იშვიათი შემთხვევები ქუთაისელი რეანიმატოლოგების საქმიანობიდან

თარიღი : 8-06-2018, 19:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
თითოეული კლინიკის რეანიმაციული განყოფილება ის ადგილია, სადაც სიცოცხლისთვის ბრძოლა განსაკუთრებით შესამჩნევია.

ქუთაისში არსებული "კლინიკა ბომონდი"-ს რეანიმაციული განყოფილების ორდინატორი ტარიელ კუხიანიძე იმ შემთხვევებს იხსენებს, რომელიც თავდაპირველად სამართავად რთული იყო, თუმცა ექიმების ძალისხმევის შედეგად, სიცოცხლის გამარჯვებით დასრულდა.

როგორც რეანიმატოლოგი ამბობს, რეანიმაციაში პაციენტის თუნდაც უმნიშვნელო ჩივილი ექიმისთვის ყურადსაღებია, რადგან პაციენტის სიცოცხლე შესაძლოა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალმა გადაწყვიტოს.

„46 წლის პაციენტი კლინიკაში შემოვიდა მწვავე პნევმონიით, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით. მდგომარეობა თავიდან მძიმე არ ჩანდა, თუმცა შემდეგ დამძიმდა. მოხდა გულის გაჩერება და 25-დან 30 წუთამდე ვიბრძოდით იმისათვის, რომ გული აგვემუშავებინა. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა. უფლის დახმარებითა და განყოფილების მედპერსონალის თავდაუზოგავი შრომით, პაციენტი 6 დღეში გამოჯანმრთელებული გაეწერა ბინაზე“, -ამბობს ტარიელ კუხიანიძე.

პაციენტი კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც „კლინიკა ბომონდი“-ს რეანიმაციულ განყოფილებაში ხონის მკვიდრი, 23 წლის პაციენტი მოხვდა. პაციენტმა სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად, გულ-მკერდის ტრავმა მიიღო.

„პაციენტი ოჯახის წევრებმა მოიყვანეს კლინიკაში. გზაში დამძიმდა მისი მდგომარეობა. ჩვენთან შემოსვლის მომენტში აგონალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც, მართვით სუნთქვაზე გადავიდა. აღმოჩნდა, რომ პაციენტს პლევრის ღრუში ჰქონდა სითხე. სასწრაფოდ მოხდა სითხის დრენირება და პაციენტის მდგომარეობაც დასტაბილურდა. რომ არა აღნიშნული გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, პაციენტი დაიღუპებოდა. კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება. კლინიკაში 18 წლის ბიჭი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში. ოჯახის წევრებმა საწოლში იპოვეს უგონო მდგომარეობაში. აღმოჩნდა, რომ პირველად ჰქონდა ალკოჰოლური სასმელი მიღებული, რამაც ასპირაცია გამოიწვია. პაციენტი შემოსვლისთანავე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. ორ კვირაში მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და პაციენტი კლინიკიდან გაეწერა,“ - გვიყვება ტარიელ კუხიანიძე.

მორიგი ისტორიაში კლინიკაში გულ-ყრის დიაგნოზით შემოსულ პაციენტს უკავშირდება, რომელსაც ფიზიკური განვითარების ანომალიებიც ჰქონდა.

„პაციენტს ანომალიური ჰქონდა პირის ღრუ და კისერი. ჰქონდა დიდი ზომის კბილები და ხორხს გააჩნდა ორი შესავალი. პაციენტი ,ართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ. გულ-ყრის გამო განვითარდა ასისტოლია. ეს იყო ისეთი მდგომარეობა, როდესაც ვერ ხერხდებოდა ვერც ინტუბაცია და ვერც სხვა ისეთი ალტერნატიული საშუალებებების გამოყენება, როგორიცაა: CPAP მხარდაჭერა. პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ტრაქეოსტომია. ამ მანიპულაციას ართულებდა და მის ჩატარებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა ასისტოლია. ვინაიდან მიმდინარეობდა გულის არაპირდაპირი მასაჟი, ვერ ხორციელდებოდა რესპირატორული მხარდაჭერა, თუმცა 3-4 წუთში მოხერხდა გადაუდებელი ტრაქეოსტომიის ჩატარება და უზრუნველყოფილი იქნა რესპირატორული მხარდაჭერა. აღდგა გულის მუშაობის ციკლი და ორ კვირაში პაციენტი ბინაზე გაეწერა. გულის არაპირდაპირ მასაჟთან ერთად ტრაქეოტომიის ჩატარება უიშვიათესი შემთხვევაა,“ - ამბობს ექიმი.

მისივე თქმით, „კლინიკა ბომონდი“-ს მიმღებ განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობას დროული, ზუსტი შეფასება და შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება, რეანიმაციული განყოფილების გუნდს მუშაობაში დიდ დახმარებას უწევს.

„კლინიკა ბომონდი“-ს რეანიმაციულ განყოფილებას ზურაბ აბულაძე ხელმძღვანელობს.


ნანახია: 2754-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკის სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში მყოფი, 82 წლის
18 წლის ნათია შეყილაძე კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.
რუმინეთის მოქალაქე ვერონიკა გორკოდელი დუბაიდან რუმინეთში ბრუნდებოდა, როდესაც ქალბატონი თვითმფრინავში ცუდად გახდა.
შპს კლინიკა 'ბომონდში' 2017 წლის იანვრიდან სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ოფთალმოლოგიის (თვალის) განყოფილება.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს წლების განმავლობაში მავთული ცხვირში ჰქონდა.
იმერეთს ახალი რწმუნებული ჰყავს. აღნიშნულ პიზიციაზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ შავლეგო ტაბატაძე წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის წევრი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ
ბესიკ ამირანაშვილი აღნიშნულ პოსტზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.

ამინდი