ქუთაისის მერიის სპორტულ ააიპს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოუგო
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის სპორტულ ააიპს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოუგო

თარიღი : 8-06-2018, 12:29 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილმა თანამშრომელმა ირაკლი კიკვაძემ ააიპს სასამართლო დავა მოუგო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპორტულ ააიპს კიკვაძისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

ირაკლი კიკვაძის თქმით, ის ააიპიდან პოლიტიკური ნიშნით, უკანონოდ გაათავისუფლეს და სასამართლოსთვის მიმართვის მიზანს სწორედ სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენდა.

თავის მხრივ საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდა ააიპის ხელმძღვანელს კობა ფხაკაძეს. მისი თქმით, ირაკლი კიკვაძე გამოსაცდელი ვადით იყო აყვანილი და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ გათავისუფლდა. გათავისუფლების მიზეზის გახმოვანებისგან კი ააიპის მმართველი თავს იკავებდა.

"სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი და აღიარა, რომ უკანონოდ გამათავისუფლეს. სასამართლომ აღიარა, რომ არ ვყოფილვარ გამოსაცდელი ვადით, რასაც ააიპი ამტკიცებდა. ბათილად გამოცხადდა გათავისუფლების ბრძანება და ააიპს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება. რაც შეეხეაბ სამსახურში აღდგენას ეს ვეღარ ხერხდებოდა, რადგან ივნისის ბოლოს ხელშეკრულების ვადა ისედაც იწურებოდა," - ამბობს ირაკლი კიკვაძე.

ირაკლი კიკვაძის ინტერესებს სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იცავდა.


ნანახია: 443-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ირაკლი კიკვაძის თქმით, ის ააიპიდან პოლიტიკური ნიშნით, უკანონოდ გაათავისუფლეს და სარჩელის მიზანს სწორედ სამსახურში აღდგენა და
ქუთაისის მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი ირაკლი კიკვაძე გაერთიანების მმართველს კობა ფხაკაძესა და
ქუთაისის ყოფილმა ვიცე–მერმა ამირან ზოწენიძემ ქალაქის მერიას სასამართლო დავა მოუგო.
ქუთაისის ყოფილმა ვიცე–მერმა კოტე რატიანმა ქალაქის მერიას სასამართლო დავა მოუგო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, მშვილდაძის სარჩელი დაკმაყოფილდა.
კიკვიძე, რომელიც კომპანიაში 2010 წლიდან მუშაობდა, 2015 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით მეორედ
გენერალ შავლეგ ტაბატაძეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20 აგვისტოს იმერეთის გუბერნატორად დაასახელებს.
ეს ის პერიოდია, როცა თითქმის ყველანაირი ხილია შემოსული და ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია ფერისცვალების დღესასწაულზე, წირვის შემდგომ მათი კურთხევისა, რაც
გარემოს ეროვნული სააგენტო 24 სათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და 112-თან ერთად და მოსალოდნელ მეტოეროლოგიურ

ამინდი