ბაღდათში, ქვებისგან შექმნილ ბუნებრივ საოცრებაზე ტურისტებისთვის საპიკნიკე ადგილები მოეწყო
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათში, ქვებისგან შექმნილ ბუნებრივ საოცრებაზე ტურისტებისთვის საპიკნიკე ადგილები მოეწყო

თარიღი : 7-06-2018, 23:40 | კატეგორია: ახალი ამბები, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ტურისტებისათვის საინტერესო ადგილ "ქვასაყდარაზე" საპიკნიკე ადგილი მოეწყო. სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და "ელკანა"-ს გრანტის საფუძველზე განხორციელდა.

"სამუშაოების ფარგლებში, ქვასაყდარაზე დამონტაჟდა და მოეწყო ორი საპიკნიკე ადგილი, თითოეული გათვლილია 16-20 ტურისტზე. მუნიციპალიტეტის ცენტრში განთავსდება ორი ლაითბოქსი, ასევე დაიდგმება ტურისტულ ობიექტზე საგზაო მანიშნებლები და საინფორმაციო დაფები," - ამბობს გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

ბუნებრივი საოცრება - ქვის სვეტები ,,ქვასაყდარა’’ მოგზაურების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სუბალპურ და ალპურ ზონაში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე არაერთი ვულკანური წარმოშობის ქვასვეტია აღმართული, რომლებიც დენუდაციური შთენილების სახით არის შემორჩენილი. ქვასვეტები ბუნებრივი კლიმატური პირობებისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნა და საინტერესო ბუნებივი ქვასვეტების ფორმა მიიღო.

კურორტ საირმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე წაბლარას აუზში, ზღვის დონიდან 2205 მეტრ სიმალეზე, ადგილ ,,წითელმინდორის” ზედა ნაწილში მდებარეობს რამდენიმე ქვის სვეტი, რომლებსაც ადგილობრივები ,,ქვასაყდარას” უწოდებენ. ეს ტურისტული ობიექტი მდებარეობს ბაღდათი-საირმე-აბასთუმანი-ახალციხის საავტომობილო გზის შუა მონაკვეთზე. ამ ადგილიდან საინტერესო პანორამული ხედები იშლება როგორც მესხეთის ქედის მიმართულებით, აგრეთვე მდინარე წაბლარასწყლის ხეობაზედ. ხელსაყრელია ტურისტული ობიექტების მოსაწყობად. მანძილი თბილისიდან 265 კმ. ბაღდათიდან 40 კმ. ქუთაისიდან 70 კ.

კემპინგი ,,ქვასაყდარა“ 2015 წელს ,,აწარმოე საქართველოს” პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, იგი სახელმწიფომ 10 000 ლარით დააფინანსა. ქვასაყდარიდან 1 კმ-ის მოშორებით დიდმაღალას მთაა, სადაც პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათა მოციქულმა აღმართეს რკინის ჯვარი, ეს გახლავთ საირმე-აბასთუმნისა და ზეკრის ხეობის გზაგასაყარი. აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა ქუთაისი-აბასთუმანი-ბენარას გზის მონაკვეთის აღდგენის შესახებ, რაც ყველაფერთან ერთად ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ქვასაყდარას ტურისტული პოტენციალიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აქ მდებარეობს ე.წ ,,ძაბრი“ სადაც იმერეთის ტერიტორიიდან გადამფრენი ფრინველების მიგრაცია ხდება სამცხე-ჯავახეთის გავლით თბილი ქვეყნებისაკენ, განსაკუთერებით აგვისტო-სექტემბერში. ასე რომ ბერდვოჩერებისათვის (ორნეტოლოგები) არის იდეალური ადგილი, რადგანაც ძირითადად მიგრირებენ სხვადასხვა მტაცებელი ფრინველები, რომელიც ყველაზე მეტ ინტერესის სფეროს წარმოადგენენ. აქვე იმართება სხვადასხვა ზეიმი.

მსგავსი ბუნებრივი წარმონაქმნი მდებარეობს რუმინეთში ბუჩეჯის სფინქსი (რუმ. Sfinxul din Bucegi) — გეოლოგიური ფორმაცია, რუმინეთში, ბუჩეჯის მასივზე. მდებარეობსზღვის დონიდან 2216 მ სიმაღლეზე. ფორმით წააგავს ეგვიპტის სფინქსს, საიდანაც მოდის სახელწოდება. შექმნილია ქარისმიერი ეროზიით, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოქმნასთან დაკავშირებით არსებობს სხვა მოსაზრებაც. მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. „ბუჩეჯის სფინქსი“ კლასიფიცირდება როგორც უნიკალური ბუნებრივი წარმონაქმნი. ყველაზე ახლოს მდებარეობს ქალაქი ბუშტენი. ქვასაყდარაც იმედია მალე გახდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცნობილი ტურისტული ობიექტი.


ნანახია: 2920-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
ქვასაყდარიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ადგილი, სადაც გადმოცემის თანახმად, პირველ საუკუნეში ანდრია
ქვასაყდარიდან 1 კმ მოშორებით დიდმაღალას მთაა, სადაც პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათა მოციქულმა
ქვასაყდარას ტურისტული პოტენციალიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აქ მდებარეობს ე.წ 'ძაბრი', სადაც იმერეთის
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ საინტერესო კუთხეს წარმოადგენს იმერეთში, გეოგრაფიული მდებარეობით, ტურიზმის განვითარების კუთხითა და
აღნიშნული მთა მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარეების- ქერშავეთისა (ხანისწყლის შენაკადი) და ბარათხევის (ოცხის შენაკადი)
გენერალ შავლეგ ტაბატაძეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20 აგვისტოს იმერეთის გუბერნატორად დაასახელებს.
ეს ის პერიოდია, როცა თითქმის ყველანაირი ხილია შემოსული და ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია ფერისცვალების დღესასწაულზე, წირვის შემდგომ მათი კურთხევისა, რაც
გარემოს ეროვნული სააგენტო 24 სათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და 112-თან ერთად და მოსალოდნელ მეტოეროლოგიურ

ამინდი