Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეებს გადაადგილება შეუზღუდეს

თარიღი : 7-06-2018, 23:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე, იქ სადაც ადრე ახალგაზრდული თეატრის შენობა მდებარეობდა, ახლა მხოლოდ ნანგრევებია. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორია შემოღობილია, თუმცა პრობლებას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ მესერს მიღმა მეპატრონემ ტროტუარიც მოაქცია და ახლა ადგილზე საავარიო სიტუაცია იქმნება, რადგან მოქალაქეებს შუა გზაზე უწევთ სიარული.

"აქ რომ რამე მოხდეს, დამნაშავე ამ ტერიტორიის მეპატრონე იქნება. ფეხით სავალი ნაწილი მთლიანად დაკეტილია და შუა ქუჩაში გვიწევს სიარული. მერიამ რაღაც რეაგირება უნდა მოახდინოს,"-აცხადებენ ადგილობრივები.

ქუთაისის მერიაში განმარტვენ, რომ ტერიტორიის მფლობელი შპს „თეთრი ხიდი“ უკვე გაფრთხილებულია და არა მარტო გზის შეზღუდვის გამო.

"გავაფრთხილეთ როგორც გზის შეზღუდვის, ასევე დასუფთავების კუთხით, რადგან ამ ტერიტორიაზე მხოლოდ სამშენებლო ნარჩენი უნდა იყოს. თუკი ჩვენი მოთხოვნა კომპანიის მხრიდან არ შესრულდება, გამოიწერება შესაბამისი ოქმი და საქმე სასამართლოს გადაეცემა,"-აცხადებს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია.

შპს-ს პრობლემის აღმოსაფხვრელად ვადა კვირის ბოლომდე აქვს მიცემული. ფეხით მოსიარულეთა ნაწილის გაუქმების გამო, 500- ლარიანი ჯარიმა ემუქრება, ხოლო ტერიტორიის დაბინძურების გამო, ჯარიმა დაბინძურების ხარისხის მიხედვით გამოეწერება.


ნანახია: 815-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელი დახაზული იყო, თუმცა
შპს–ს შენობის რესტავრაციისთვის განკუთვნილი ვადები არ გააჩნია.
„სოფლის ორღობეში არ იქნება ისეთი მდგომარეობა, აქ რომ არის“
ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის მოწყობა გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლები ყოფილი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების გამო უკმაყოფილებას წლების მანძილზე
ადგილობრივები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
'კლინიკა ბომონდი' პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი
პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება.

ამინდი