'შენობაში დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, ობიექტზე დამონტაჟებული გაზქურების გამოყენება კი ოთახების განლაგების გამო სიცოცხლისთვის საფრთხისშემცელია,'- ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ცნობილი გახდა
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'შენობაში დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, ობიექტზე დამონტაჟებული გაზქურების გამოყენება კი ოთახების განლაგების გამო სიცოცხლისთვის საფრთხისშემცელია,'- ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ცნობილი გახდა

თარიღი : 7-06-2018, 18:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებული დასკვნა გაასაჯაროვა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, "ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში დაუცველია უსაფრთხოება, არასრულყოფილი დოკუმენტაცია, შეუსაბამო პროექტი და ცხოვრებისთვის საშიში პირობებია. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც ადრე კავშირგაბმულობის საწარმოო ობიექტს წარმოადგენდა, საცხოვრებლის პირობებს არ აკმაყოფილებს. შენობაში დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, ობიექტზე დამონტაჟებული გაზქურების გამოყენება კი ოთახების განლაგების გამო სიცოცხლისთვის საფრთხისშემცელია,"-ნათქვამია დასკვნაში.

ექსპერტიზის დასკვნას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ეხმიანება.

"ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა ქუთაისში სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით უკვე მიღებულია. ჩვენ დღეს ამ დასკვნას ვასაჯაროვებთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც იცით დასკვნა უკვე გადაგზავნილია საგამოძიებო უწყებაში და ველოდებით შედეგებს. სოციალურ საცხოვრისში არსებული პირობებით პრობლემების წარმოქმნისთანავე დავინტერესდით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეწვია ექსპერტიზა, რომელიც ზუსტ დასკვნას დადებდა. დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ადგილზე ძალიან ბევრი დარღვევა და ხარვეზი გამოიკვეთა, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება უკვე მოვთხოვეთ სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "სანოს". ჩემი და ჩემი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ აღნიშნულ საქმეზე მომხდარიყო ზუსტი დასკვნების დადება, რათა გვემოქმედა შესაბამისად,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ცნობისთვის, ნიკეას ქუჩაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისში გასულ წელს ის ოჯახები შეასახლეს, რომლებიც ქალაქის ხელისუფლებისგან საცხოვრებლებით უზრუნველყოფას ითხოვდნენ, თუმცა შესახლებიდან რამდენიმე თვეში ოჯახებმა ტერიტორიის დატოვება მოითხოვეს იმ მიზეზით, რომ სოციალური საცხოვრისი ავარიულ იყო და მობინადრეების სიცოცხლისათვის საფრთხეს ქმნიდა.


ნანახია: 288-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მშენებლობის საქმეს სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან. ამის შესახებ
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გასულ წელს აშენდა. ხუთსართულიან შენობაში 80-მდე ის ოჯახია განთავსებული, რომელთაც
ქუთაისის #2 ციხეში 16 წლის პატიმარ გოგა ძველაიას გარდაცვალების საქმეზე დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის
აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ კორპუსი ავარიული და ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემების წინაშ დგებიან.
ამირან ვაშაკიძის თქმით, ქალაქის მერიის არქტიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა, ლევან სამხარაულის
ნიკეას ქუჩაზე ხუთსართულიანი შენობა, რომელშიც თავშესაფრის გარეშე დარჩენილი 80-მდე ოჯახი განთავსდა, მურღულიას მერობის პერიოდში აიგო.
გენერალ შავლეგ ტაბატაძეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20 აგვისტოს იმერეთის გუბერნატორად დაასახელებს.
ეს ის პერიოდია, როცა თითქმის ყველანაირი ხილია შემოსული და ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია ფერისცვალების დღესასწაულზე, წირვის შემდგომ მათი კურთხევისა, რაც
გარემოს ეროვნული სააგენტო 24 სათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და 112-თან ერთად და მოსალოდნელ მეტოეროლოგიურ

ამინდი