Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ციხეში პატიმარი გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს

თარიღი : 7-06-2018, 12:11 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი შიმსილობს. თემურ გოშაძე თავს უდანაშაულოდ თვლის და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის აქციას აცხადებს.

გოშაძეს სამართალდამცავები პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავებიან.

შემთხვევა 26 მაისს, ჭიათურაში მოხდა.

"26 მაისს ჩემი მეგობრის დედის, მამის და ძმის საფლავი შევმოსეთ ქვით. ცხვარი დავკალით და გვიან, კორპუსის ეზოში გავაგრძელეთ სმა. ავტომატებით მოვიდნენ ჩვენთან პოლიციელები. გასროლის ხმა გაუგონიათ და ეძებდნენ, სად მოხდა გასროლა. ჭიათურის პოლიციის მოადგილე ერთ-ერთ ჩვენგანს თან ელაპარაკებოდა და თან იარაღს აბჯენდა ყელზე. მან უთხრა, იარაღი გაწიე, ნუ მადებო. პოლიციის უფროსის მოადგილემ უპასუხა: იარაღს კი არა, სხვა რამესაც დაგადებო. სხვა რამეში მამაკაცის სასქესო ორგანო იგულისხმა. ჩვენმა მეგობარმა უპასუხა სხვა რამე დედაშენს დაადეო და დაიწყო ჩხუბი. ჭიათურის პოლიციის უფროსის მოადგილემ მთელი საპატრულო და სამხარეო პოლიცია მოიყვანა. 9 კაცი მიგვცეს პასუხისგებაში," - ამბობს თემურ ციცვიძე.

პოლიციასთან დაპირისპირებული ახალგაზრდებიდან 8-ს ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით აქვს წაყენებული, ხოლო მეცხრეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

თემურ გოშაძის გარდა, შიმშილობის აქციას მართავენ მისი მეგობრებიც. მათ კარავი ჭიათურაში, პოლიციის შენობის წინ აქვთ გაშლილი. ისინი თემურ გოშაძის გათავისუფლების გარდა, ჭიათურის პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის ჭიათურიდან წასვლას ითხოვენ.


ნანახია: 878-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შიმშილობის აქციას ის ახალგაზრდების მართავენ, რომლებიც თვლიან, რომ ჭიათურის პოლიცია მათ უსამართლოდ მოექცა.
როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, მათ მოთხოვნებს რეაგირება არ მოჰყვა, რის გამოც შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.
შემთხვევა, რომელსაც ჭიათურელ ახალგაზრდებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, მიმდინარე წლის 26 მაისს, ჭიათურაში
ჭიათურაში, პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით ახალგაზრდების შიმშილობა მეთორმეტე დღეა მიმდინარეობს.
ჭიათურის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძისა და მისი მოადგილის მიხეილ გიგაურის ჭიათურიდან წასვლა ახალგაზრდებმა მას შემდეგ
აქციის მონაწილეები პატიმრობაში მყოფი მამაკაცის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
'კლინიკა ბომონდი' პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი
პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება.

ამინდი